ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტო: „სუფთა ენერგიებზე“ გადასვლა ძალიან ნელა ხდება

ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტო (IEA) 13 ოქტომბერს აქვეყნებს თავის წლიურ ანგარიშს და გამოდის გაფრთხილებით, რომ მსოფლიოში კვლავ ძალიან ნელია წმინდა ენერგიებზე გადასვლის ტემპი, რისი მიზანიც კლიმატის სფეროში ვალდებულებების შესრულება და ფასების სტაბილიზებაა.

კლიმატის თაობაზე მიზნების მიღწევისთვის, შეფასებებით, სუფთა ენერგიებში პროექტებისა და ინფრასტრუქტურაში ინვესტიციები სამჯერ და მეტჯერ უნდა გაიზარდოს მომავალ ათწლეულში. IEA დასძენს, რომ ეს დამატებითი ხარჯები გაღებულ უნდა იქნეს იმ ქვეყნებში, სადაც ბაზრები ჯერ კიდევ ყალიბდება და განვითარებად ქვეყნებში.

სააგენტოს ხელმძღვანელის, ფათი ბიროლის თანახმად, „ენერგიის სამომავლო მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად საკმარის თანხებს არ ვხარჯავთ და ეს გაურკვევლობა ნიადაგს უქმნის არასტაბილურობის პერიოდს“. მან დასძინა, რომ „უზარმაზარია წმინდა ენერგიებზე გადასვლის სოციალური და ეკნომიკური სარგებელი, უმოქმედობის ფასი ასევე ძალიან დიდია“.

IEA-ს ანაგარიში გამოქვეყნდა რამდენიმე კვირით ადრე გაეროს სამიტამდე, რომელიც გლაზგოში მოეწყობა და რომელიც კლიმატის ცვლილებას უნდა მიეძღვნეს. მონაწილეების მიზანი იქნება გადამჭრელი ზომების მიღება, რათა შეჩერდეს გლობალური დათბობა ინდუსტიამდელ პერიოდთან შედარებით 1,6 გრადუსით. ცვლილების ეს დონე მონაწილე 196-მა ქვეყანამ იკისრა 2015 წელს პარიზის ხელშეკრულების სახელით ცნობილი დოკუმენტით.

IEA-ს მოჰყავს ქარის და მზის ენერგიის სფეროში, ასევე ელექტროავტომობილების გაყიდვის მოცულობის სწრაფი ზრდა, მაგრამ აცხადებს, რომ ეს ტემპი ძალიან დაბალია იმისთვის, რომ მიღწეულ იქნეს „გამონაბოლქვის ნულოვანი, სუფთა დონე, 2050 წლისთვის“.

წყარო: “რადიო თავისუფლება”

Leave a Reply