აზერბაიჯანული "სოკარი" რუსულ "გაზპრომთან" მოლაპარაკებებს აწარმოებს

აზერბაიჯანი 2022 წელს ევროპასა და თურქეთში ბუნებრივი აირის ექსპორტის გაზრდას აპირებს

აზერბაიჯანი 2022 წელს ევროპასა და თურქეთში ბუნებრივი აირის ექსპორტის გაზრდას აპირებს.

ამის შესახებ განცხადება აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრმა გააკეთა.

როგორც ფავრიზ შაჰბაზოვი აცხადებს, მომავალ წელს ევროპასა და თურქეთში აზერბაიჯანული ბუნებრივი აირის ექსპორტი 16 მილიარდ კუბურ მეტრამდე უნდა გაიზარდოს.

„სამხრეთის დერეფნით დაგეგმილია 16 მილიარდი კუბური მეტრის ექსპორტი. ამ მოცულობას 2022 წელს მივაწღევთ. 6 მილიარდი კუბური მეტრი გაზი თურქეთში ჩავა, ხოლო 10 მილიარდი – ევროპაში“, – განაცხადა აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრმა.

შაჰბაზოვმა ასევე აღნიშნა, რომ აზერბაიჯანს კასპიის ზღვაში ბუნებრივი აირის დიდი მარაგი აქვs, რომელთა გამოყენებაც სათანადო ინვესტიციების შემთხვევაში შესაძლებელია.

Leave a Reply