ენერგეტიკის სამინისტრო ნამახვანის ჰესების კასკადისთვის ინვესტორს ეძებს

გრუ-ს კვალი ნამახვანის სკანდალში – რის სანაცვლოდ ავრცელებდნენ ჰესის საწინააღმდეგო ხმებს ნინო ჩხობაძე, სოფიო სოხაძე, თეა გოდოლაძე და სხვები

ჟურნალისტი გოჩა მირცხულავა “ნამხვანჰესთან” დაკავშირებით სტატიას აქვეყნებს:

“იმთავითვე იყო ცნობილი, რომ ნამახვანჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით ერთმანეთს მრავალი ინტერესი გადაეჯაჭვა. ნამდვილად უსინდისო უნდა იყოს ადამიანი, რომელიც დაბეჯითებით იტყვის, რომ მშენებლობის მოწინააღმდეგეთა უმეტესობის პროტესტი თითქოს გულწრფელი არ იყო. ზოგს ხეობის ბედი აღელვებდა, ზოგს – ეკოლოგია, ზოგს – მოსალიდნელი საფრთხე. დღეს ყველასთვის თვალნათელია, რომ გულწრფელი ადამიანები მითებითა და ტყუილ-მართალით გააბრუეს.

ასევე, მინიმუმ, სასარგებლო იდიოტი უნდა იყო ადამიანი, რომ იფიქრო, საუკუნის მშენებლობას არ ჰყავდა სტარტეგიული მოწინააღმდეგე, რომელმაც სხვადასხვა ხერხითა და ხრიკით უამრავი გულწრფელი ადამიანის გრძნობებზე თამაში მოახერხა და ეს მიზანმიმართულად ხდებოდა.

გახსოვთ, ალბათ, აქციებისთვის წამძღვარებული ჯვრები, ხატები და რელიგიურ- პატრიოტული მოწოდებები. მერე, ეს ჯვრები და ხატები გადამალეს და პატრიოტული მოწოდებები გაფილტრეს. იცით, რატომ? – მეფე გაუშიშვლდათ. ნამახვანის აქციის ორგანიზატორები „პატრონებს“ – არც მეტი, არც ნაკლები – მესამე რაიხის მთავარი იდეოლოგის – გებელსის დოქტრინის ფრაზებით ჰყავდათ შეიარაღებული.

***

საოცარი იყო და არის საკითხისადმი გარემოსდამცველებისა თუ ჰიდროენერგეტიკოსების, ერთი შეხედვით, ზედაპირული დამოკიდებულება, რომელიც ობივატელისთვის კარგადაა შეფუთული დევიზით – „გვიმალავენ დოკუმენტაციას“ დაწყებული, ჯვარსა და ღმერთზე აპელირებით დასრულებული.

ზოგადად, საშინალებაა კონსპირაციის თეორიებზე საუბარი, მით უფრო, როდესაც ფაქტების სიმწირეა და დასკვნის გაკეთება ზედაპირზე არსებული სურათით გიხდება, თუმცა საქმეში მეუფეების ერთი ჯგუფის გამოჩენით იმთავითვე ყველაფერი ძალიან ნათელი გახდა. მათზე ცალკეა სასაუბრო და ახლა არ შგაწყენთ თავს.

ის, რომ არ ვცდებოდი შეფასებებში და ნამახვანის მშენებლობის წინააღმდეგი, პირველ რიგში, არა თუ სახელმწიფოს არაკეთილმოსურნე, არამედ, ნომერ პირველი მტერი – რუსეთის ფედერაცია იყო, მას შემდეგ კიდევ ერთხელ დადასტურდა, რაც სამზეოზე გამოვიდა ე.წ. სუსის კრებსები.

ძალიან სასაცილოდ ჟღერს მოსაზრება იმის შესახებ, რომ რუსეთს საქართველოში თავისი ინტერესები არ აქვს და რაც სურდა, წაიღო აფხაზეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის სახით. უფრო სასაცილოდ ჟღერს, რომ ეკონომიკურად მძიმე მდგომარობაში მყოფ ქვეყანაში ბევრი შტატიანი აგენტი სჭირდება. სულაც არა, რუსეთს უფრო მეტად უნდა „იდეინი“ სასარგებლო იდიოტი, რომლის ნაკლებობას აქ არასოდეს განიცდიდა.

ნეტავ, რა აძლევთ არგუმენტს იმ ადამიანებს, რომლებმაც წესით, უნდა იცოდნენ ბოროტების იმპერიის საქმეების შესახებ აშშ-ში, ინგლისში, ევროპაში, თურქეთში, ირანში და მსოფლიოს თითქმის ყველა კუთხე-კუნჭულში და ამავდროულად, ამტკიცებენ, რომ საქართველოში და კერძოდ, ნამახვანის „პროტესტში“ არ არის რუსული კომპონენტი.

ჩვენთან ხომ „იდეინი“ ტიპების მოძებნა ძნელი არ გახლავთ, მით უფრო მაშინ, როდესაც სასურველ თემას ადვილად ებმება პატრიოტული და რელიგიური ასპექტები.

***

ამჯერად გვერდს ავუვლი ვარლამ გოლეთიანის „ფენომენზე“ საუბარს, თუმცა ერთს ვიტყვი: იმდენად კარგად აგვაგდეს და აგვაბურთავეს, რომ ვერც მივხდით, როგორ აღმოვჩნდით მტრის თამაშში. როცა ვამბობ „ჩვენ“, ნამდვილად არ ვგულისხმობ საკუთარ თავს და გონიერ ადამიანებს. არამედ, მათ – სასარგებლო იდიოტებს და მათ, ვისაც ჟურნალისტმა თენგიზ აბლოთიამ ძალიანაც სწორად უწოდა – „ბიდლო“.

***

სუს-ის კრებსებმა ბევრ რამეს მოჰფინა სინათლე, მაგრამ ეს მხოლოდ მათთვის, ვისაც სურს, სიმართლე დაინახოს და გაიგოს.

მოდით, ჯერ ხმების გავრცელებაზე ვისაუბროთ – იმის გარდა, რომ მამა-პაპათა საფლავებს არ დავტბორინებთ, პირველი მითი, რაც ახლდა ნამახვანს, იყო – „30-მეტრიანი ტალღა, კაშხალის გასკდომის შემთხვევაში, წალეკავს ქუთაისს“. როგორ ფიქრობთ, ვინ ავრცელემდა ამ ხმას? არც მეტი, არც ნაკლები – გარემოსდამცველი და გარემოს დაცვის ყოფილი მინისტრი ნინო ჩხობაძე.

სუს-ის კრებსებში ვკითხულობთ: (25.01.21, 13:36:32) საპატრიარქოს პრეს-მდივანი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე არასამთავრობო ორგანიზაცია “მწვანეთა მოძრაობის” თავმჯდომარე ნინო ჩხობაძესთან საუბრისას დაინტერესდა “ნამახვან ჰესისი” მშენებლობასთან დაკავშირებული საკითხებით. ნ.ჩხობაძის თქმით, ჰესიის მშენებლობის ტერიტორიაზე (ჟონეთის ზევით) არის 3 მეწყერული ზონა, რომელიც არ არის შესწავლილი და მისი კაშხალში შესაძლო მოხვედრის შემთხვევაში ჰესიდან წარმოიქმნება 30 მეტრამდე მოცულობის ტალღები, რომელიც ნახევარი საათის პერიოდში მიწასთან გაასწორებს ქ.ქუთაისს. ასევე ჰესის ტერიტორიაზე არ არის შესწავლილი მიწის ქანები, რომელიც იწოვს წყალს, რის გამოც მოხდება ქანების ჩამოშლა და უმისამართო წყლის გადინება. ექსპერტის თქმით, ჰესისი ტერიტორია იმყოფება სეისმურად არამდგრად ტერირიტორიაზე, რის გამოც მიწისძვრის შემთხვევაში შესაძლოა მოხდეს კაშხლის ჩამონგრევა. ჰესის მშენებლობამ ასევე შესაძლოა რაჭაში მდებარე შაორის წყალსაცავის მსგავსად ზიანი მიაყენოს 20 მდე არსებული ტვიშის ჯიშის ყურძნის ვენახებს და ხსენებული რაოდენობიდან გააქროს ყურძნის გარკვეული სახეობები. აღნიშნულიდან გამომდინარე ნ.ჩხობაძემ განაცხადა, რომ დაუშვებელია “ნამახვან ჰესიის” მშენებლობა, რასაც დაეთანხმა ა.ჯაღმაიძე.“

ცხადია, 30-მეტრიანი ტალღების მოდელირება გაკეთებული არ არის, ეს ვარაუდია და მთლიანად ტექსტია აპოკალიფსი, რომელიც რა თქმა უნდა, ზაფრავს ადამიანებს.

თავი დავანებოთ იმაზე საუბარს, რომ ექსპერტების უმეტესობა იტყუება, თითქოს ნამახვანს ტექნიკური დოკუმეტაცია არ არსებობს. ამაზე ქვმოთ ვიტყვი. ისევე, როგორც ჩხობაძის სხვა მოსაზრებები არ არის კვლევების შედეგად წარმოდგენილი ვარაუდი.

ჩხობაძესთან დაკავშირებით არის რამდენიმე მნიშვნელოვანი მომენტი – ფულის გათეთრების ვარაუდზე, იმაზე, რომ ჰესის მშენებლობა 800 მილიონზე მეტი დაჯდება (ეს, გთხოვთ, დაიმახსოვროთ) და ა.შ, მაგრამ არსადაა საუბარი იმაზე, რომ შევისწავლეთ, დავადგინეთ…. სამაგიეროდ, არის აი, ასეთი, საინტერესო ფაქტი კრებსებიდან:

[02.02.21, 14:39:31] ა/ო „მწვანე ალტერნატივა“-ს თავმჯდომარე ნინო ჩხობაძე პირად საუბრებში აცხადებს, რომ „ნამახვანი ჰესის“ მშენებლობის გაპროტესტების მიზნით, გეგმავს ესაუბროს პარტია „თავისუფალი საქართველოს“ თანათავმჯდომარეს გოგი წულაიას და სთხოვოს აღნიშნულ საკითხზე შემდეგი შინაარსის კომენტარის გაკეთება – „ჰესს აშენებს კომპანია, რომელსაც არ გააჩნია უსაფრთხოების ნორმები, ვერ იცავს საკუთარ ტექნიკას, ვერ უზრუნველყოფს მოსახლეობის უსაფრთხოებას და მსგავსი მაშტაბის ჰესის მშენებლობას“.

ხვდებით ტექსტის, ანუ გასახმოვანებელი მესიჯის შინაარს? ეს იგივეა რაც 30 მეტრიანი ტალღა ნახევარ საათში ქუთაისში, მაგრამ სხვა სიტყვებით – მოსახლეობაში პანიკის დასათესად.

რადგან ქალბატონი ჩხობაძე არაკონტაქტურია და მის მოსაზრებას ვერ გაგიზიარებთ, გეტყვით ზოგად ნარატივს ამ „პირად საუბრებზე“ რას ამბობენ, მაგალითად, სეისმური მონიტორინგის ცენტრის ხელმძღვანელი თეა გოდოლაძე და „კავკასიური სახლის” თანამშრომელი სოფიო სოხაძე – „პირად საუბრებში რა მოსაზრებას გამოვთქვამთ ჩვენი საქმეა“, „გამოხატვის უფლებას გვიკრძალავთ“, ანუ ხმებს და ცრუ (ვარაუდებზე დაფუძნებულ) ინფორმაციებს რომ ვავრცელებთ, ჩვენი საქმეაო.

ასე ავრცელებდა თეა გოდოლაძე ხმას, რომ „ენკა“ საქართველოში 800 მილიონის გათეთრებას აპირებდა (იმედია, სეისმოლოგია ისევე არ ესმის, როგორც „ფულის გათეთრების“ საკითხი) და განგვიცხადა, ფაქტები მაქვსო. მერე, რომ ვკითხეთ, ფულის გათრთრება დანაშულია და რატომ დამალეთ დანაშაული, არ მიმართეთ პროკურატურასო, განაცხადა, რომ ეს მისი ვარაუდია,, ანუ ვარაუდებით არცელებდა ხმას.

იგივეს აკეთებდა სოფო სოხაძე, როცა აცხადებდა, რომ 3000 თურქი ოჯახი უნდა ჩამოასახლონ ხეობაში, რომ საქართველოში სტრატეგიული მნიშვნელობის ადგილის დაპატრონებას ცდილობს თურქეთი, რომ “ნამახვანჰესის” მშნებლობისთვის განკუთვნილ ტერიტორიაზე ურანის საბადოებია, რომლის გახსნა დაუშვებელია. კიდევ კარგი, იმას არ ამბობდა, გამდიდრებული ურანია და თურქეთი მის მიწოდებას ირანისთვის გეგმავსო.

აი, აქ არის ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტი სოფო სოხაძესა და მის მოკავშირესთან, დ. თხილაიშვილთან დაკავშირებით.

ინფორმაცია კრებსებიდან: [03.02.21, 14:31:41] კულტურულ ურთიერთობათა ცენტრ „კავკასიური სახლის” თანამშრომელმა სოფიო სოხაძემ შპს „რუსტარ ჰოლდინგის“ თანამშრომელ ნიკოლოზ ღუდუშაურს აცნობა, რომ მასთან იმყოფება დავით თხილაიშვილი, რომელსაც შეუძლია დაეხმაროს „ნამახვანჰესის“ შესახებ რუსეთის ფედერაციიდან გარკვეული დოკუმენტაციის მოძიებაში (დეტალებს არ აკონკტერებს). ნ.ღუდუშაურის თქმით, დ.თხილაიშვილი წარსულში მუშაობდა რუსეთის ფედერაციაში არსებულ კომპანია „ჰიდროპროექტის“ საქართველოს ფილიალში, სადაც მომზადდა „ნამახვანჰესის“ კასკადის შესახებ დოკუმენტი, რომლის დედანი ინახება საქართველოში, ხოლო ასლი გადაიგზავნა რუსეთში. ნ.ღუდუშაურის განმარტებით, იგი გაიხსენებს და მოძებნის იმ პირის კოორდინატებს, რომელმაც „ნამახვანჰესის“ კასკადის დოკუმენტაციის დედანი გაიტანა კომპანია „ჰიდროპროექტის“ საქართველოს ფილიალიდან. მისივე განმარტებით, მას აქვს კახა კალაძის ენერგეტიკის მინისტრობის დროინდელი დოკუმენტები, რა დროსაც ამ უკანასკნელმა ერთ დღეში მოაწერა ხელი რამდენიმე ჰესის მშენებლობის ნებართვის ბრძანებას.“

ნიკოლოზ ღუდუშაურის პოზიციას, ისევე როგორც სოფო სოხაძისას, ცალკე შემოგთავაზებთ. აი, დავით თხილაიშვილს კი, რომელიც საკმაოდ საინტერესო პერსონაა, ჯერჯერობით ვერ მივაგენით.

ნახეთ რა ხდება, ისევ კრებსებიდან: [05.02.21, 14:04:05] „ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგე აქტივისტ დავით თხილაიშვილს და თანამოაზრე ნატალია ბერძენიშვილს შორის გაიმართა შემდეგი შინაარსის საუბარი.

დავითი – 9 საათზე იყო კონტაქტი, ჩვენი დროით 9 საათზე. მე დილის 7 საათიდან იმ ბაღში ვარ ჩვენ რომ სკამზეც ვიჯექით გუშინ. 9 საათზე გამოვიდნენ კონტაქტზე და მითხრეს ლოდინია საჭიროო. ველოდები აქამდე. მე არ ვურეკავ თვითონ უნდა დამირეკონ.

ნატალია – დღეს ლოდინი და არა დღეები ლოდინი?

დავითი – დღეები არა ნამდვილად. ლოდინია საჭირო და მელოდეო, არ გვინდა დეტალები, თან მთავარმა (ვინაობას არ აკონკრეტებს) დამირეკა, ძლივს ლაპარაკობდა რუსულად. დროზეა აქ ლაპარაკი თორემ ფულზე და რაოდენობაზე არაა. არ მინდა სახლიდან ასეთ რაღაცეებზე ლაპარაკი.

ნატალია – ნეტა რას ნიშნავს და რას გულისხმობს ლოდინია საჭირო.

დავითი – იყავი კონტაქტზე დაგირეკავ.

შენიშვნა: დ.თხილაიშვილი არის კულტურულ ურთიერთობათა ცენტრ “კავკასიური სახლის” თანამშრომლის სოფიო სოხაძის (პ/ნ 01009018745) კავშირი, რომელიც ეხმარება მას რუსეთის ფედერაციაში მოიძიოს დოკუმენტები „ნამახვანჰესის“ შესახებ.“

რა ვქნათ, მივიჩნიოთ, რომ აქ არაფერი ხდება? საერთოდ არაფერი? კარგი, მაშინ გავაგრძელებ… ისევ კრებსებიდან: [06.02.21, 12:41:00] „ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგე აქტივისტმა დავით თხილაიშვილმა სსიპ „თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის“ თანამშრომელს ილია ჭანუყვაძეს აცნობა – „ის კაცი გამაცნეს დღეს, ეს მუშაობდა „სუს”-თან (ან „გრუსთან“ ისმის ხარვეზით) და ამასთან მუშაობს ამერიკული ხაზით, კაი პიროვნებაა ძალიან, მაგან მომიყვანა სახლში. ჰესების უკანს დგას ვანო, ამან დააძალა ბიძინას და ბიძინამ გახარიას მოაწერინა ხელი თურქებისთვის რიონის ხეობის გადაცემაზე. მაგის გამო გაიქცა ბიძინა, თორემ კიდე უნდოდა დარჩენა“.

ზემოხსენებულის შესახებ დ.თხილიაშვილი ასევე ესაუბრა ჰესების მშენებლობის მოწინააღმდეგე აქტივისტ სოფო სოხაძეს, სადაც აღნიშნა, რომ „გუშინ საღამოს სახლში წაიყვანა გახარიას დაცვის თანამშრომელმა, რომელიც ესაუბრა გარკვეულ თემებზე”. ს.სოხაძეს დ.თხილიაშვილს შეაწყვეტინა ამბის მოყოლა და საუბრის გაგრძელება შესთავაზა პროგრამა „ვაიბერის“ მეშვეობით.

აქ უკვე ვარაუდების დრო ნამდვილად არ იყო და ვერც ბატონი თხილაიშვილის მიერ ტელეფონის ჩართვას დაველოდებოდი. ამიტომ, ილია ჭანუყვაძეს დავუკავშირდი.

– ბატონო ილია, სუს-ი კრებსები, ალბათ, გაგიგიათ, რომელშიც თქვენი და დავით თხილიაშვილის საუბარია ასახული. სწორედ ამაზე მინდა დაზუსტება…

– არ ვიცი, სუს-ის კრებსები რა არის.

– მთელი ქვეყანა ამაზე საუბრობს, ბატონო ილია, ანუ სუს-დან ე.წ. გამოჟონილ ინფორმაციებზე. აი, აქ არის თქვენი და ბატონო დავით თხილიაშილის საუბრის ამონარიდი, რომლის თანახმადაც, ბატონმა დავით თხილიაშვილმა 6 თებრვალს დაგირეკათ და გითხრათ, „ის კაცი“ გამაცნეს, მუშაობდა გრუ-სთან და ამასთან მუშაობს ამერიკული ხაზით, კარგი პიროვნებაა ძალიან. მაგან მომიყვანა სახლში… ჰესების უკან დგას ვანო, ამან დააძალა ბიძინას, ბიძინამ გახარიას მოაწერინა ხელი თურქებისთვის რიონის ხეობის გადაცემაზე, მაგის გამო გაიქცა ბიძინა, თორემ კიდევ უნდოდა დარჩენაო. მოკლედ, „ის კაცი“ ვინაა, ვისზეა საუბარი?

– არ მახსოვს, რაზეა ლაპარაკი, მახსოვს, რომ საუბარი იყო ჰესის მშენებლობაზე. წინააღმდეგობაში ვიყავით ჩვენ მაგასთან.

– მესმის, ყველას თავისი პოზიცია აქვს, მაგრამ ამ საუბარში კონკრეტულ ადამიანზეა საუბარი, ანუ თხილაიშვილი გეუბნებათ, ის კაცი გამაცნეს დღეს, ვინც გრუსთან ან სუს-თან მუშაობდა, ახლა ამასთან მუშაოაბს ამერიკული ხაზითო. ვინ კაცზეა საუბარი?

– დაურეკთ მას და თვითონ გეტყვით.

– და თქვენ არ ხართ საქმის კურსში?

– არ ვიცი, ვისზეა ლაპარაკი, ვიღაც კაცი, კაცი, რომლის სახელი და გვარი მან არ თქვა.

– დიახ, კრებსის მიხედვითაც, სახელს არ გეუბნებათ, მაგრმა ამბობს, ის კაცი გამაცნესო და „ის კაცი“, რომელიც გრუ-სთან ან სუს-თან მუშაობდა, ეტყობა, თქვენთვის მეტ-ნაკლებად ცნობილია. კითხვაც არ დაგისვამთ, ვინ არის ის კაციო. არადა, ლოგიკურია, როცა ვიღაცაზე გესაუბრებიან და ინფორმაციას გაწვდიან, დაიტერესდეთ, საუბარი ვისზეა. თქვენ კი არ ინტერესდებით…

– ჩვენი საუბრები რატო ისმინება საერთოდ?

– არ ვიცი, რატომ ისმინება. ამასთან დაკავშირებით შეგიძლიათ, კომპეტენტურ ორგანოებს მიმართოთ. ამ შემთხვევაში, კონკრეტულ საუბარზე გეკითხებით, რასაც მიდასტურებთ, რომ ნადვილად შედგა.

– თქვენ ვისი წარმოამდგენელი ბრძანდებით?

– ახალი ამბების სააგენტო CNews-ის.

– ეს რა არის, სახელმწიფო სააგენტოა?

– არა, საქართველოში სახელმწიფო სააგენტო არ არსებობს. ყველა მედიასაშუალება კერძო და დამუკიდებელია.

– მე არ ვიცი, რაზეა ლაპარაკი… ვიცი, რა თქმა უნდა… მაგრამ, ვინ კაცზე იყო საუაბრი, არ მახოსვს ეხლა. ვიღაცა ჰყავს მეგობარი მას, რომელიც ახლოს არის გრუ-სთან. ჰოდა, ახლოს არის მასთან და ასე იყო ლაპარაკი. დანარჩენი ყველაფერი ცხადია.

– და იმ კაცისგან რამე საბუთები უნდა მიგეღოთ?

– იყო რაღაც ჭორები, როგორ იყო დამოკიდებული ბიძინასთან, რა ურთიერთობა ჰქონდა და რაღაც სისულელე.

– ეს მესმის, მაგრამ გრუ-სთან დაკაშირებული კაცი ცოტა მეტად საინტერესოა.

– გრუ რას ნიშნავს საერთოდ?

– რუსეთის ერთ-ერთი სპეცსამსახურია.

– მე არც ვიცოდი მაგი, მე თავს ვუქნევ და ხშირად თავს ვუქნევდი მაგას.

– გრუ-ს თანამშრომელზე რომ იყო საუბარი, ხომ იცოდით?

– რა ვიცი, აბა.

– რა თანამდებობაზე მუშაობთ?

– პროფესორი ვარ ქირურგიის.

– მადლობა, წარმატებებს გისურვებთ.

იმედია, ბრალს არ დამდებთ, რომ რესპოდენტი დავაბნიე. საკმაოდ საინტერესო და გონიერი, განათლებული ადამიანია ბატონი ილია ჭანუყვაძე (აუდიო ჩანაწერი მაქვს და ვინმე ბრალს ვერც ფაბრიკაციაში დამდებს).

***

ფრიად საინტერესო იყო ნიკოლოზ ღუდუშაურთან საუბარი, რომელმაც რა თქმა უნდა, დაადასტურა თხილაიშვილთან ნაცნობობა და თქვა, რომ ნამახვანი არ უნდა აშენდეს, რადგან არ არსებობს ტექნიკური დოკუმენტაცია.

რა გინდა, არ იცის, რომ არსებობს ნამახვანის ჰესების კასკადის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების ფაზაზე ჩატარებული გეოლოგიური და გეოფიზიკური კვლევები, გეოტექნიკური გამოცდები ინგლისურ-ქართულ ენაზე, რომელიც E.S. HYDROPROJEKT INTERNATIONAL Ltd-მ გააკეთა, მაგრამ ამბობს, რომ ენდობა იმ ადამიანებს, რომლებიც ამბობენ, რომ არ არსებობს, ან არ მოსწონთ ის, რაც არსებობს. და აქ მნიშვნელოვანია, რომ ნიკოლოზ ღუდუშაური ჰიდროენერგეტიკოსია. საინტერესო იყო პასაჟი, როდესაც მან თქვა – 800 მილიონი არ სჭირდება ჰესის მშენებლობას, 1 მგ 1 მილიონი ჯდებაო. ჩხობაძე კი (ზემოთ გთხოვეთ დამახსოვრება), 800 მილიონი არ ეყოფაო.

მაინტერესებდა, რა ზომამდე ჩადებდა მიწაში ნამახვანის მშენებლობის იდეას ადამიანი, რომელიც საქართველოში ასაშენელებელი 84 ჰესიდან ერთის აშენებასაც არ ემხრობა, უფრო სწორად, ამბობს, უნდა აშენდეს, მაგრამ დოკუმენტეს არ ვიცნობ და შესაბამისად, არ ვიცი, რომელიო. მოკლედ, არაფერს იცნობენ და ამბობენ, არაო! ამბობენ, რომ დოკუმენტი არ არსებობს და ბარემ, მათთვის ვიტყვი – არსებობს! დავინტერესდი და მოვიძიე ყველაფერი, თან ძალიან ადვილად და მარტივად. დოკუმენტებს, რომლებში სეისმურ რისკებზეა საუბარი, სხვა – ტექნიკური დოკუმენტაცის და კვლევებს ჟურნალისტური გამოძიების შემდეგ ნაწილში შემოგთავაზებთ. აქვე, გეტყვით, რომ ეს დოკუმენტები და ასევე, ENKA-სა და საქართველოს მთავრობას შორის დადებული ხელშეკრულება შეგიძლიათ მიიღოთ ერთი მეილით, მაქსიმუმ, ერთ დღეში. უფრო მეტიც, 2021 წლის 14 აპრილის მდგომარეობით გადმოცემულია 87 ელექტრონული ფაილი, რომელიც მოიცავს 59 ძირითად დოკუმენტს, აგრეთვე, ამ დოკუმენტების თანმხლებ ნახაზებსა და სქემებს.

თუ ეს არ გაინტერესებთ და ენდობით ადამიანებს, რომლებიც გეუბნებიან, არაფერი არსებობს, ან რაც არსებობს, არ ვარგაო?

ისე, როგორც მწერალს სურს ერთი საოცარი წიგნი დაწეროს, პოეტს – ლექსი, მხატვარს – ნახატი, ჰოდროენერგეტიკოსსაც კი უნდა ჰქონდეს იდეაფიქსად რომელიმე ერთი ჰესის მშენებლობა, მაგრამ როგორც აღმოჩნდა, ბატონ ნიკოლოზს ასეთი იდეაფიქსი არ აქვს და ეს, იმის მიუხედავად, რომ ფრიად განათლებული ადამიანია, მაგრამ როგორ ვთქვა, დაბნეულია-თქო? უბრალოდ, მხარეა, რომელიც ენდობა მათ, ვისაც არ სურთ, მასაც არ სურს და… მორჩა. სხვა პროფესიული ინტერესი არ აქვს, თავად გაერკვეს – რატომ? სამაგიეროდ, პროპაგანდირებს – „არა ნამახვანს!“

ა, ჰო, ტვიში გამომრჩა… და ბარემ, მაინც რომ იყოთ საქმის კურსში, დავწერ – ნინო ჩხიბაძისთვის, სოფო სოხაძისა და სხვა გარემოსდაცველებისთვისაც, როგორც ირკვევა, ტვიშის საკითხი შესწავლილ იქნა გარემოზე ზემოქმედების შეფასების დროს ფრანგული კომპანია „Terra-Clima“-ის ცნობილი ექსპერტების მიერ. ასევე, დგინდება, რომ „Terra-Clima“ ატარებს კვლევებს ცნობილი შამპანურის დონ პერინიონის და მოეს ვენახებისთვის.

პრინციპში, ეს და მრავალი სხვა საკითხი მათ რეალურად არც აინტერესებთ. იცით, ქალბატონი ჩხობაძე „ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის“ ნავთობსადენის მშენებლობის წინააღმდეგიც იყო, როგორც გარემოს დაცვის მინისტრი? ნეტავ, რატომ? არაერთი თვითმხილველი ჰყავს ფაქტს, რომ შევარდნაძემ ძალით მიაყვანინა თავისთან და ისე მოაწერინეს ხელი დოკუმეტებისთვის.”

წყარო: cnews.ge

Leave a Reply