სომხეთში საქართველოსგან იაფფასიანი ელექტროენერგიის შეძენას განიხილავენ

სექტემბერში საქართველოს ელექტროენერგიის იმპორტი არ დასჭირდა

სექტემბერში საქართველოს საბალანსო ელექტროენერგიისთვის იმპორტი არ დასჭირდა. მოთხოვნა შიდა წარმოებით დაკმაყოფილდა.

ესკო-ს მეშვეობით შესყიდულმა (გაყიდულმა) საბალანსო ელექტროენერგიის რაოდენობამ 312 417 987,7კვტ.სთ შეადგინა, რაც სექტემბერში, ქსელში მთლიანი მიწოდების 29%-ია. საბალანსო ელექტროენერგიის ღირებულება 52.97 მლნ ლარი იყო.

საბალანსო ელექტროენერგიის უმეტესი ნაწილი შედგება ჰიდროელექტროსადგურების მიერ წარმოებული ელექტროენერგიისაგან. საბალანსო ელექტროენერგიის მთლიან მოცულობაში ჰიდროელექტროსადგურების წილი 54.22% იყო, ქარის ელექტროსადგურის – 2.27%, თბოელექტროსადგურების – 43.46%, ხოლო იმპორტის – 0.05%

აღსანიშნავია, რომ სექტემბერში საბალანსო ელექტროენერგიის საშუალო შეწონილმა ფასმა 1 კილოვატ საათზე 16.9513823 თეთრი შეადგინა, ხოლო დერეგულირებული ელექტროსადგურების საბალანსო ელექტროენერგიის ფასმა კი – 12.304 თეთრი.

Leave a Reply