ილჰამ ალიევი: გაზის ახალი საბადოები აღმოვაჩინეთ

“ჩვენ ძირითადად ორიენტირებული ვიყავით ტრანს-ადრიატიკის მილსადენის მშენებლობის დასრულებაზე, რომელიც სამხრეთ გაზის დერეფნის ბოლო კომპონენტია”, – ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა La Repubblica-სთან ინტერვიუში განაცხადა.

“გასული წლის 31 დეკემბერს დაიწყო პირველი გაზის მიწოდება ევროპაში,  უკვე იტალიამაც დაიწყო აზერბაიჯანისგან გაზის მიღება. სამხრეთ გაზის დერეფანი იტალიურ ბაზარს  8 მილიარდი კუბური მეტრის ოდენობის გაზით უზრუნველყოფს. ეს სამუშაო უკვე დასრულებულია. ახლა კი მომავალზე უნდა ვიზრუნოთ, რადგან  გაზის ახალი საბადოები აღმოვაჩინეთ.  ასევე ვგეგმავთ მეტი გაზის ამოღებას არსებული საბადოებიდან. ამას გარდა, უცხოელ ინვესტორებთან ერთად, განახლებადი ენერგიის წყაროებში დიდ ინვესტიციებს ვდებთ”, – განაცხადა ილჰამ ალიევმა.

წყარო: report

Leave a Reply