გასული კვირის განმავლობაში აშშ–ში ნედლი ნავთობის მარაგები 6.1 მლნ ბარელით გაიზარდა

გასული კვირის განმავლობაში აშშ–ში ნედლი ნავთობის მარაგები 6.1 მილიონი  ბარელით გაიზარდა და შეადგინა 427 მლნ ბარელი. აშშ-ის ენერგეტიკის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციაზე დაყრდნობით, იუწყება “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა სააგენტო”.

ბენზინის მარაგები შემცირდა 2 მილიონი ბარელით  და შეადგინა  223,1 მლნ ბარელი.

დისტილატების მარაგები უცვლელი დარჩა და შეადგინა  129,331 მლნ ბარელი.

ნავთობის მოპოვება აშშ-ში კვირის განმავლობაში გაიზარდა 100 ათასი  ბარელით  და შეადგინა 11,4 მლნ ბარელი/დღე-ღამეში.

Leave a Reply