იაპონიაში ატომური ელექტრსადგურების მუშაობა განახლდა

საფრანგეთი 2030 წლისთვის მცირე ბირთვულ რეაქტორებს ააშენებს

საფრანგეთის მთავრობა დაეხმარება სახელმწიფოს მიერ კონტროლირებად კომპანიას Electricite de France-ს (EDF) 2030 წლისთვის ეგრეთ წოდებული მცირე მოდულური ბირთვული რეაქტორების (SMR) განვითარებაში.

პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის მიერ გაკეთებული განცხადება ნიშნავს, რომ ის გლობალური ნახშირბადის ემისიების შემცირების გასაღებს ბირთვულ ენერგიაში ხედავს. ეს ასევე ხდება მაშინ, როდესაც საფრანგეთი და ცენტრალური ევროპის რამდენიმე ქვეყანა ცდილობს დაარწმუნოს ევროკავშირი, რომ ატომური ენერგია, რომელიც წარმოქმნის ტოქსიკურ ნარჩენებს, მაგრამ ძალიან შეზღუდული რაოდენობით ნახშირორჟანგს, სუფთა ენერგიად უნდა კლასიფიცირდეს.

მაკრონმა პირობა დადო, რომ საფრანგეთი 1 მილიარდ ევროს ინვესტიციას ჩადებს მცირე მოდულურ რეაქტორებში.

ევროპა ენერგეტიკული კრიზისშია. მიწოდების ნაკლებობამ ბუნებრივი აირისა და ენერგიის ფასები რეკორდულ დონემდე მიაღწია, შეაფერხა ბაზრები, მომხმარებლები და აიძულა ზოგიერთი მწარმოებელი, დახუროს ქარხნები.

საფრანგეთი პრეზიდენტმა ჯერ არ დაამტკიცა EDF-ის მოთხოვნა, დაიწყოს საფრანგეთში ექვსი ახალი მსხვილი რეაქტორის მშენებლობა, რათა შეცვალოს 56 მოძველებული ატომური ქარხანა.

საფრანგეთის პოლიტიკური პარტია EELV, რომელიც კამპანიებს ატარებს გარემოსდაცვით საკითხებზე, ამბობს, რომ SMR-ები ამცირებენ ფართომასშტაბიანი განახლებადი წყაროების მშენებლობის აუცილებლობას და ენერგოეფექტურობის გაზრდას. ტექნოლოგიის მომხრეები ამბობენ, რომ მათი მშენებლობა უფრო ადვილი და სწრაფია, ვიდრე ტრადიციული, ფართომასშტაბიანი ატომური სადგურების. რუსულმა Rosatom-მა უკვე დაამონტაჟა რამდენიმე პატარა რეაქტორი გემზე ციმბირის შორეულ ნაწილში ელექტროენერგიის უზრუნველსაყოფად.

წყარო: “ბიზნეს ფორმულა”

Leave a Reply