დოლარის გაუფასურების ფონზე ნავთობი გაძვირდა

ნავთობის ფასი სწრაფად უახლოვდება 85 დოლარს

2021 წლის 15 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი  გაიზარდა.

კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  84.86 (+ 0.86)  დოლარი/ბარელზე.

ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  81.97 (+ 0.97)  დოლარი/ბარელზე.

Leave a Reply