პირველად აპრილის შემდეგ ბიტკოინის ფასმა 60 ათას დოლარს გადააჭარბა

კრიპტოვალუტა ბიტკოინის ფასი მიმდინარე კვირას ზრდას განაგრძობს, გუშინდელი სავაჭრო სესიის განმავლობაში ამ ციფრული ვალუტის კურსმა პირველად 18 აპრილის შემდეგ 60 000 დოლარიანი ნიშნული გადალახა.

Coindesk-ის მონაცემებით, კრიპტოვალუტის ღირებულება 61,50 ათასი აშშ დოლარია.

ყველაზე მაღალი ბიტკოინის ღირებულება მიმდინარე წლის აპრილში იყო. მან მაქსიმალურ ღირებულებას, 64,829.14 აშშ დოლარს მიაღწია.

კრიპტოვალუტის ბაზრის საერთო ღირებულება 2.157 ტრილიონ დოლარს შეადგენს.

Leave a Reply