“ენერგეტიკული გაერთიანება” საქართველოში მიმდინარე რეფორმებზე

ამ ეტაპზე, ძალიან მნიშვნელოვანი და რთული პროცესები მიმდინარეობს საქართველოს ენერგეტიკულ სექტორში – განაცხადა “ენერგეტიკული გაერთიანების” სამდივნოს დირექტორმა იანეს კოპაჩმა.

”ცნობილია, რომ რეფორმების საბოლოო მიზანია ენერგო ბაზრების ლიბერალიზაცია, სადაც მონაწილეებისთვის ხელმისაწვდომი იქნება სამართლიანი ფასები და გამჭვირვალე თანაბარი პირობები. ასევე, დროებითი საჯარო მომსახურების ვალდებულებით, საყოფაცხოვრებო მომხმარებლები და მცირე საწარმოები დაცული იქნებიან საბაზრო ფასების რყევებისაგან გარკვეული პერიოდის განმავლობაში ” – აღნიშნა მან.

კოპაჩის სიტყვებით, „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ” კანონის მიღებამ 2019 წლის დეკემბერში საფუძველი ჩაუყარა ბაზრის ლიბერალიზაციის მიმართულებით მნიშვნელოვან ნაბიჯების გადადგმას.

”შეფერხების მიუხედავად, ელექტროენერგიის გადამცემი სისტემის ოპერატორმა და განაწილების სისტემის ოპერატორებმა გაიარეს განცალკევების პროცედურები და ამ ეტაპზე ლიცენზირებული კომპანიები შეუფერხებლად მუშაობენ სექტორში” – დაამატა მან.

ნინო სამადაშვილი

Leave a Reply