„საწვავის ფასის დაწევის ყველაზე სწარფი და მარტივი გზა”

საწვავის გაიაფების გზების შესახებ ეკონომისტი ოთარ აბესაძე საკუთარ facebook გვერდზე პოსტს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

„საწვავის ფასის დაწევის ყველაზე სწარფი და მარტივი გზა:

გაუქმდეს საწვავზე აქციზის გადასახადი. ამით სახელმწიფო ბიუჯეტს მოაკლდება საშუალოდ 800 000 000 ლარი.

აქციზის გადასახადის გაუქმებით ერთი ლიტრი საწვავი საშუალოდ გაიაფდება 70 თეთრით.

როგორ უნდა მოხდეს დანაკლისის კომპენსირება ბიუჯეტში ?

ჩვენ, საქართველოს მოქალაქეებს ყოველწლიურად მთავრობის დაქირავება გვიჯდება საშუალოდ 4 200 000 000 ლარი. უფრო რომ ჩავშალოთ, 4 მილიარდზე მეტს ვიხდით დარჩენილი საშუალოდ 11 მილიარდის განკარგვა/დახარჯვაში. სიგიჟეა ხომ?

საქართველოში გვყავს საშუალოდ 350 000 საჯარო მოხელე. (ვინც ბიუჯეტიდან იღებს ხელფასს) უფრო რომ ჩავშალოთ, ეკონომიკურად აქტიური და დასაქმებული მოსახლეობის საშუალოდ 40% არის საბიუჯეტო ხელფასზე.

საქართველოს მთავრობის განკარგულებაშია საშუალოდ 17 000 ავტომობილი, რომლის ყოველწლიური ხარჯი არის საშუალოდ 130 000 000 ლარი. ამას რომ გამოვაკლოთ საპატრულო პოლიციის და ა.შ. გადაუდებელი აუცილებლობის ხარჯები, გამოდის, რომ უბრალოდ, მაღალჩინოსნების ავტომობილებს და საწვავს ვაფინანსებთ საშუალოდ ამ თანხის 40%- ით.

გაბერილი შტატებისა თუ ადმინისტრაციული ხარჯების 30% – ით შემცირებით, ავტოპარკის და საწვავის შეზღუდვით და ა.შ. ეს პრობლემა მოგვარდება.

სავსებით რეალურია ადმინისტრაციული ხარჯი დაიწიოს 3 000 000 000 ლარზე და ბევრად ეფექტურად იმართოს საჯარო სექტორი, ვიდრე დღეს“

Leave a Reply