მოლდოვამ მილიონი კუბური მეტრი ბუნებრივი აირი პოლონეთისგან მას შემდეგ იყიდა, რაც რუსეთთან შეთანხმება ვერ შეძლო

მოლდოვის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ მათ მილიონი კუბური მეტრი ბუნებრივი აირი იყიდეს პოლონეთისგან მას შემდეგ, რაც კიშინიოვმა ვერ შეძლო რუსეთთან ენერგეტიკული საკითხზე შეთანხმება.

„სახელმწიფო კომპანია Energocom-სა და პოლონურ კომპანია PGNiG-ს შორის მილიონი კუბური მეტრი ბუნებრივი აირის საცდელი შესყიდვის ხელშეკრულება გაფორმდა. ეს შესყიდვა ამოწმებს გაზის ალტერნატიული წყაროებიდან შემოტანის შესაძლებლობას და დააბალანსებს დაბალ წნევას ბუნებრივი აირის მიწოდების სისტემაში“, – ნათქვამია მოლდოვის ხელისუფლების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მოლდოვამ გასულ კვირაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა რუსეთის სახელმწიფო ენერგოკომპანია „გაზპრომთან“ ბუნებრივი აირის შესყიდვაზე შეთანხმების ჩაშლის გამო.

Leave a Reply

Menu Title