უკრაინა რუსეთიდან ტრანსპორტირებულ გაზზე ფასდაკლების ინიციატივით გამოდის

პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ინიციატივით, უკრაინამ რუსეთს ევროპისთვის ბუნებრივი აირის მიწოდებაზე ფასდაკლება შესთავაზა, რათა გაზარდოს მიწოდება და შეამსუბუქოს რეგიონში ენერგეტიკული კრიზისი.

ფასდაკლება ვრცელდება ბუნებრივი აირის მოცულობებზე, რომლებიც აღემატება შეთანხმებულ 40 მილიარდ კუბურ მეტრს დღეში, რომელსაც უკრაინა უკვე აგზავნის ევროპაში რუსეთიდან, თქვა ზელენსკიმ Bloomberg News-ისთვის მიცემულ ელექტრონულ კომენტარში.

“უკრაინა ამ დამატებით სიმძლავრეს სთავაზობს ყველა პოტენციურ სატრანზიტო ქვეყანას. Gazprom-ს აქვს დამატებითი შესაძლებლობები. არსებული ტრანზიტის ტარიფთან შედარებით ფასდაკლების გათვალისწინებით, შემიძლია ვივარაუდო, რომ ეს ფასდაკლება იქნება 50%”, – განაცხადა ზელენსკიმ.

რუსეთიდან შეზღუდულმა მიწოდებამ და მარაგების დაბალმა დონემ ევროპაში ზამთრის წინ გაზის დეფიციტი გამოიწვია და ბაზარზე ფასებმა რეკორდულ მაჩვენებლებს მიაღწია. რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ მზად არის გაზარდოს მიწოდება ევროკავშირისთვის საკამათო Nord Stream 2-ის მილსადენის მეშვეობით მარეგულირებელი თანხმობის მიღებისთანავე, რასაც ბევრი შანტაჟად მიიჩნევს.

ზელენსკის თქმით, უკრაინა ბერლინთან და ბრიუსელთან განიხილავს გაზის ტრანსპორტირების წინადადებას. “მოველით, რომ ისინი მალე გადადგამენ პრაქტიკულ ნაბიჯებს მოლაპარაკებებში, რაც, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია მთელი ევროპისთვის. ნება მომეცით მკაფიოდ განვაცხადო: დარწმუნებული ვარ, რომ თუ ამას ახლავე არ გავაკეთებთ, ევროპა ზამთარში დიდ ზარალს მიიღებს. მხოლოდ სწრაფ კოორდინირებულ ქმედებებს შეუძლია შეაჩეროს კრიზისი”, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

წყარო: “ბიზნესფომრულა”

Leave a Reply