"ყაზტრანსგაზის" დავასთან დაკავშირებით ქართული დელეგაცია ყაზახეთს ეწვევა

“ყაზტრანსგაზის” დავასთან დაკავშირებით ქართული დელეგაცია ყაზახეთს ეწვევა

ყაზახურ და ქართულ მხარეებს შორის ყაზტრანსგაზთან დაკავშირებულ დავაზე კომენტარი ყაზახეთის ეკონომიკის მინისტრმა გააკეთა. მისი განმარტებით, მიმდინარეობს ამ საკითხის განხილვა და სავარაუდოდ უახლოეს პერიოდში ქართული დელეგაცია ყაზახეთს ეწვევა

ეს განცხადება ყაზახმა ეკონომიკის მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.

“ჩვენ საქართველოს მთავრობასთან მოლაპარაკების პროცესში ვართ. შევთანხმდით, რომ ორივე მხარეს შეიქმნება სპეციალური სამუშაო ჯგუფები. იმედი მაქვს, რომ უახლოეს მომავალში, ნოემბერში მივიღებთ დელეგაციას საქართველოდან. განვიხილავთ, თუ როგორ უნდა გადავჭრათ ეს საკითხი. გვინდა, ამ მოლაპარაკებებს წლის ბოლომდე პოზიტიური შედეგი მოყვეს“, – განაცხადა ყაზახეთის ეროვნული ეკონომიკის მინისტრმა ერბოლ დოსაევმა.

როგორც ცნობილია ყაზტრანსგაზს ქართულ მხარესთან ინვესტიციების შესახებ გარკვეული ტიპის პრეტენზიები გააჩნია. 

თუმცა კომპანიის საპრეტენზიო წერილის მიღება ენერგეტიკის მინისტრ კახა კალაძისთვის გაუგებარია. 

“გულწრფელად მინდა გითხრათ, მოულოდნელი იყო საპრეტენზიო წერილის მიღება “ყაზტრანსგაზთან” დაკავშირებით,  რომ კომპანიაში ყაზახური მმართველობა შევიდეს, რადგან ჩვენ ორმხრივი მოლაპარაკების პროცესში ვიმყოფებით”,– განაცხადა კახა კალაძემ.

 

Leave a Reply

Menu Title