“ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის” რეგისტრაციის პროცესი წინ მიიწევს

გერმანიის ეკონომიკის სამინისტრომ განაცხადა, რომ ” ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის” გაზის მიწოდების საიმედოობის ანალიზი შეადგინა და შედეგები ქსელების ფედერალურ ოფისს (Bundesnetzagentur) გადასცა. ამის შესახებ გამოცემა DW წერს.

ეკონომიკის სამინისტროს ექსპერტები მივიდნენ დასკვნამდე, რომ ახალი გაზსადენის სერტიფიცირება გერმანიისა და ევროკავშირის გაზის მიწოდების უსაფრთხოებას საფრთხეს არ შეუქმნის. გადაწყვეტილების მიღებამდე დეპარტამენტმა  კონსულტაცია გაიარა სხვა ქვეყნებთანაც, კერძოდ: ესტონეთთან, იტალიასთან, ლატვიასთან, ლიტვასთან, ავსტრიასთან, პოლონეთთან, სლოვაკეთთან, ჩეხეთთან და უნგრეთთან.

შემდგომი ნაბიჯია, რომ  სერტიფიცირების პროცესი დაადასტუროს  გერმანიის ქსელის მარეგულირებელმა, რომელმაც განაცხადი 13 სექტემბერს მიიღო და შემდეგ ევროკომისიამ უნდა გამოთქვას თავისი პოზიცია გაზსადენთან დაკავშირებით. ბრიუსელის ოფიციალურ პირებს კიდევ ორი თვე აქვთ საკუთარი აზრის დასაფიქსირებლად.

მას შემდეგ რაც ფედერალური ქსელის სააგენტო ბრიუსელის დასკვნას მიიღებს, საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად მას კიდევ ორი თვე ექნება. ამრიგად, სერტიფიცირების პროცესს შეიძლება რვადან ათ თვემდე დასჭირდეს.

წყარო: report

Leave a Reply

Menu Title