"გაზპრომი" უკრაინის ანტიმონოპოლიურის გადაწყვეტილებას სასამართლოში ასაჩივრებს

„გაზპრომი“ მოლდოვას რუსული გაზის გაიაფების სანაცვლოდ, ევროკავშირთან შეთანხმებული რეფორმების გადადებას სთავაზობდა

რუსული „გაზპრომი“ მოლდოვას რუსული გაზის გაიაფების სანაცვლოდ, ევროკავშირთან შეთანხმებული რეფორმების გადადებას სთავაზობდა.

ამის შესახებ ინფორმაციას ბრიტანული „ფაინენშალ თაიმსი“ აქვეყნებს.

როგორც გამოცემა წერს, რუსული სახელმწიფო კომპანია კიშინიოვს სთავაზობდა ევროკავშირთან გაფორმებული თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაში შესწორებები შეეტანა და გადაევადებიან ბრიუსელთან შეთანხმებული ენერგეტიკული სექტორის რეფორმირება.

ანონიმურმა წყარომ „ფაინენშალ თაიმსს“ უთხრა, რომ კრემლი ბუნებრივი აირის შესახებ კონტრაქტის გაფორმებას უფრო ფართო პოლიტიკური პროცესის ნაწილად განიხილავს.

შეგახსენებთ, რომ გასულ კვირაში მოლდოვაში რუსულ „გაზპრომთან“ ბუნებრივი აირის მიწოდებასთან დაკავშირებით კონტრაქტის გახანგრძლივება ვერ მოხერხდა, რის გამოც ქვეყნის ხელისუფლებამ ენერგეტიკულ სექტორში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

მანამდე სექტემბრის თვეში „გაზპრომმა“ შეამცირა მოლდოვაში ბუნებრივი აირის მიწოდება და ტარიფის გაზრდა მოითხოვა. მოლდოვაში აცხადებენ, რომ რეგიონის ქვეყნებისგან განსხვავებული ტარიფით რუსულ გაზს არ შეიძენენ.

Leave a Reply

Menu Title