ირანმა ევროპაში ნავთობის ექსპორტი აღადგინა

ირანის თქმით, ბენზინგასამართ სადგურებში შეფერხებები კიბერთავდასხმის შედეგია

ირანში ბენზინგასამართ სადგურებში ფართო მასშტაბით აღინიშნა შეფერხებები, რაც, სახელმწიფო ტელევიზიის ცნობით, კიბერთავდასხმის შედეგი იყო.

ტელევიზიას მოჰყავს ირანის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს წარმომადგენლის სიტყვები იმის თაობაზე, რომ 26 ოქტომბერს თავდასხმა განხორციელდა ნავთობის გამანაწილებელ კომპიუტერულ სისტემაზე. შეფერხების შედეგად ბენზინგასამართ სადგურებთან მანქანების გრძელი რიგები გაჩნდა, ზოგიერთი კი დაიხურა.

მანამდე სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო IRNA შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელზე დაყრდნობით იტყობინებოდა, რომ ინციდენტი „ტექნიკური პრობლემის“ შედეგი იყო და ხელისუფლება უარყოფდა კიბერთავდასხმას. მაგრამ მოგვიანებით ეს ცნობა წაიშალა და გაჩნდა ახალი ცნობა კომპიუტერულ პროგრამაში პრობლემის თაობაზე.

ნავთობის სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენლებმა საგანგებო სხდომა გამართეს პრობლემის მოსაგვარებლად. მათი თქმით, შეფერხება დროებითია.

სოციალურ მედიაში გავრცელებული ვიდეოებზე ნაჩვენებია, რომ ირანის ზოგიერთი ქალაქის ქუჩებში ელექტროტაბლოებზე გაჩნდა წარწერა: „ხამენეი, სად არის საწვავი?“

წყარო: “რადიო თავისუფლება”

Leave a Reply

Menu Title