ვლადიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ ანგელა მერკელთან შეხვედრისას ევროპაში შექმნილი ენერგოკრიზისი განიხილეს

უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკი გერმანიის კანცლერს, ანგელა მერკელს შეხვდა. ამის შესახებ ზელენსკიმ მიკრობლოგ „ტვიტერზე“ დაწერა.

„მერკელთან შეხვედრის დროს განვიხილეთ დონბასში არსებული სიტუაცია, ასევე ვისაუბრეთ ევროპაში შექმნილ ენერგოკრიზისზე და სხვა აქტუალურ საკითხებზე“, – წერს ვლადიმირ ზელენსკი.

მანამდე უკრაინაში გერმანიის ელჩმა ანლა ფელდგიუზენმა განაცხადა, რომ მერკელი თანამდებობაზე ყოფნის ბოლო დღემდე იმუშავებს ნორმანდიული ოთხეულის საორგანიზაციო საკითხებზე. გარდა ამისა, ელჩის თქმით, გერმანია უკრაინისთვის გაზის ტრანზიტზე სპეციალური პირობების შეთავაზებას გეგმავს.

Leave a Reply

Menu Title