ბორჯომჰესის სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულება 2022 წლისთვის იგეგმება

ბორჯომის პარკში მდებარე ჰესი პირველი ჰიდროელექტროსადგურია, რომელიც საქართველოში აშენდა.
ბორჯომჰესი მიხეილ რომანოვის დაკვეთით აიგო და 1899 წელს შევიდა ექსპლუატაციაში. ჰიდროსადგურის ძირითადი ფუნქცია სტრატეგიული ობიექტების, მათ შორის ლიკანის სასახლის მომარაგება იყო.
საქართველოს მთავრობის, ენერგეტიკის განვითარების ფონდისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ძალისხმევით, კომპლექსს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა და ამჟამად მისი აღდგენა-რესტავრაცია მიმდინარეობს.
XIX საუკუნეში აშენებული ისტორიული ჰესი პირვანდელ სახეს დაიბრუნებს. რეგიონში ერთ-ერთ უძველეს ჰიდროექლეტროსადგურს მუზეუმის ფუნქცია ექნება და ვიზიტორებს მისი დათვალიერება შეეძლებათ. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულება 2022 წლისთვის იგეგმება.
წყარო: “ენერგომომავალი”

Leave a Reply

Menu Title