აზერბაიჯანის ნავთობის კვლევითი ცენტრი – საქართველოში გაზის დიდი მარაგები ვერ იქნება

მსოფლიოში გაზზე მოთხოვნა კიდევ უფრო გაიზრდება

კორონავირუსის (COVID-19) პანდემიამ ენერგიაზე წვდომა მთელ მსოფლიოში შეამცირა. კლიმატის ცვლილებამ ენერგეტიკის სექტორში მძიმე მდგომარეობა გამოიწვია.

ამის შესახებ ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს (IEA) აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ, მერი უორლიკმა ბაქოს VIII გლობალურ ფორუმზე, „კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლა და გლობალური ენერგეტიკული საჭიროებების დაკმაყოფილება“ პანელის დისკუსიაზე განაცხადა.

„ენერგეტიკული წარმოების სფეროში მსოფლიოში არსებული მდგომარეობა იმედგაცრუებულია. სათბურის გაზების ემისია უნდა დაიწიოს ნულამდე. ეს განსაკუთრებით ეხება ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა ინდოეთი. 2050 წლისთვის სათბურის გაზების გამონაბოლქვი აშშ-ში, ევროკავშირის ქვეყნებში  50%-მდე უნდა შემცირდეს. 2030 წლისთვის მსოფლიოში ბუნებრივ აირზე მოთხოვნა კიდევ უფრო გაიზრდება“, – განაცხადა  უორლიკმა.

წყარო: report.ge

Leave a Reply

Menu Title