Iberia-მ ნარჩენებისგან დამზადებული ბიოსაწვავით პირველი ფრენა განახორციელა

ავიაკომპანია Iberia-მ ნავთობკომპანია Repsol-თან თანამშრომლობით, პირველი რეისი განახორციელა, რომლის დროსაც ესპანეთში ნარჩენებისგან წარმოებულ ბიოსაწვავი გამოიყენა.

ბიოსაწვავით Iberia-ს ლაინერმა მადრიდი-ბილბაოს (ბასკების ქვეყნის ავტონომიური თემი) რეისი შეასრულა. აღნიშნული რეისი ავიაკომპანიამ Airbus A320neo-ით განახორციელა.

როგორც Iberia-ში განმარტავენ, აღნიშნული ფრენა, დაბალი ემისიებით, ერთი ნაბიჯია საავიაციო სექტორის დეკარბონიზაციისკენ, რამაც CO2 ემისიების 1.4 ტონით შემცირება განაპირობა.

წყარო: avianews.ge

Leave a Reply

Menu Title