გრეტა თუნბერგი: გაეროს კლიმატის სამიტი სრული კრახი და პიარზე გათვლილი მოქმედებაა

შვედი გარემოსადამცველი აქტივისტი გრეტა თუნბერგი გაერთიანებული სამეფოს ქალაქ გლაზგოში მიმდინარე კლიმატის ცვლილების სამიტს ეხმაურება და აცხადებს, რომ კონფერენცია სრული კრახი და პიარზე გათვლილი მოქმედებაა.

მისი თქმით, მსოფლიო ლიდერები არა მომდევნო ათწლეულების გრძელვადიან გეგმებზე უნდა თანხმდებოდნენ, არამედ სათბური აირების გამოყოფა ახლავე უნდა შეაჩერონ.

„ხელისუფლებაში მყოფ ადამიანებს შეუძლიათ გააგრძელონ ცხოვრება თავიანთი ფანტაზიებით როგორიცაა მარადიული ეკონომიკური ზრდა და ტექნოლოგიური განვითარება. ეს ყველაფერი მაშინ, როცა სამყარო იწვის და ფრონტის ხაზზე მცხოვრები ხალხი კლიმატის ცვლილებას ეწირება“, – განაცხადა მან.

Leave a Reply