ჩინეთი ირანის ბირთვული შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებებში დაბრუნებას მიესალმება

ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ვან იმ განაცხადა, რომ ჩინეთი ირანის ბირთვული შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებებში დაბრუნებას მიესალმება.

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ჰოსეინ ამირ აბდოლაჰიანთან სატელეფონო საუბრისას ვან იმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ აშშ-მა ზომები, ვიდრე ირანი შეთანხმების სრულად შესრულებას განაახლებს.

ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, აღნიშნულმა გადაწყვეტილებამ შეთანხმების შესრულების განახლების მიმართ ირანის პოზიტიური დამოკიდებულება ცხადყო, ხოლო აშშ-მა თავისი პოლიტიკის გამოსასწორებლად ნაბიჯები უნდა გადადგას.

ირანის ბირთვული შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებები 29 ნოემბერს ვენაში განახლდება.

აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ ვაშინგტონი მზადაა 2015 წლის შეთანხმების აღსადგენად, თუ თეირანი ხელშეკრულების პირობებს სრულად შეასრულებს.

აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა საერთაშორისო ბირთვული შეთანხმება 2018 წელს დატოვა და ირანს სანქციები დაუწესა.

Leave a Reply

Menu Title