ავტოტრანსპორტის გამონაბოლქვით ჰაერის დაბინძურება კვლავ მწვავე პრობლემად რჩება

“2022 წლიდან CO-ს ნორმების გამკაცრებას სწორი ადმინისტრირება სჭირდება”

„კავკასიის ავტოიმპორტის“ დირექტორი გიორგი სურგულაძე დროულსა და მისასალმებელს უწოდებს ბენზინზე მომუშავე ავტომობილებისთვის ახალი, გამკაცრებული რეგულაციების 2022 წლიდან ამოქმედებას.

„საკმაოდ კარგი რეფორმაა, თუ ეს რეალურად განხორციელდა, თუმცა, ამასაც ბევრი წახნაგი აქვს. თუ რაღაც შემოვიღეთ და შემდგე ვერ მოვახდინეთ მისი ადმინისტრირება, ეს უარესია. ზოგადად, ახლა რა მეორადი ავტომობილებიც შემოდის ქვეყანაში, მაგ სტანდარტს ყველა აკმაყოფილებს, უბრალოდ, აქ ხდება კატალიზატორების ქურდობა, გაცვლა, ამას სწორი ადმინისტრირება სჭირდება.

მაგალითად, ელიავაზე ვინც კატალიზატორებს იბარებს, საიდან იბარებს არავინ იცის და ამას მუშაობა სჭირდება. სწორი მართვა აუცილებელია,“ – აცხადებს გიორგი სურგულაძე “ბიზნესპარტნიორთან”.

შეგახსენებთ, 2022 წლის 1-ელი იანვარიდან ბენზინზე მომუშავე ავტომობილებს ახალი, გამკაცრებული ნორმების დაკმაყოფილება მოუწევთ.

გამკაცრებული რეგულაცია გამონაბოლქვში CO-ს შემცველობის უფრო დაბალ მაჩვენებელს ითვალისწინებს. 2021 წელს არსებული 0.6%-დან ნორმა დაბალ და მაღალ ბრუნზე, შესაბამისად, 0.3%-დან 0.5%-მდე დაშვებას გულისხმობს.

რეგულაცია 2020 წლის 1 აპრილამდე განბაჟებულ და რეგისტრირებულ ავტომობილებს ეხება. ამ პერიოდის შემდეგ განბაჟებულ და რეგისტრირებულ ავტომობილებში კი კატალიზატორის ქონაც სავალდებულო ხდება.

Leave a Reply

Menu Title