ჩინეთიში ნავთობპროდუქტების წარმოება აღდგა

ოქტომბერში ჩინეთის ნავთობის დღიური გადამუშავება გაიზარდა. ამავდროულად, ქვეყნის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები ნავთობის წარმოების მოცულობას საწვავის მაღალი ფასებისა და სტაბილური მოთხოვნის ფონზე ზრდიან.

საინფორმაციო სააგენტო Reuters-ის ინფორმაციით, ნავთობის გადამუშავების მოცულობამ ოქტომბერში 58,4 მილიონი ტონა შეადგინა. სტატისტიკის ეროვნული ბიუროს (NBS) მიხედვით, ქვეყანაში დღეში 13,75 მილიონი ბარელი იწარმოება, ცნობისთვის სექტემბერში აღნიშნული მაჩვენებელი 13,64 მილიონი ბარელი იყო.

2020 წლის ოქტომბერთან შედარებით, წარმოება  3%-ით შემცირდა, თუმცა გადაზიდვის მთლიანმა მოცულობამ 2021 წლის პირველ 10 თვეში 585,15 მლნ ტონას მიაღწია, რაც 5,2%-ით მეტია წინა წელთან შედარებით.

ნავთობპროდუქტებზე ფასები იზრდება აგვისტოს შუა რიცხვებიდან ინდუსტრიული მომხმარებლების გაზრდილი მოთხოვნისა და შეზღუდული მიწოდების გამო. დიზელისა და ბენზინის საბითუმო ფასები სამხრეთ ჩინეთში 30%-ზე მეტით გაიზარდა.

აზიის უმსხვილესი ნავთობგადამამუშავებელი კომპანია  Sinopec Corp. სრული დატვირთვით მუშაობდნენ და ოქტომბერში დიზელის წარმოება სექტემბერთან შედარებით 20%-ით გაზარდა.

სახელმწიფო მხარდაჭერილმა გადამამუშავებლებმა განაცხადეს, რომ ისინი  დიზელის წარმოების გაზრდას დეკემბრამდე გააგრძელებენ.

NBS-ის მონაცემებით, ოქტომბერში ჩინეთში ნედლი ნავთობის მოპოვება 16,83 მილიონ ტონას შეადგენდა, რაც 3%-ით მეტია წინა წელთან შედარებით. მიმდინარე წლის პირველ 10 თვეში წარმოება 2,5%-ით გაიზარდა და 166,19 მლნ ტონა შეადგინა.

გასულ თვეში ჩინეთში ბუნებრივი აირის მოპოვება წინა წელთან შედარებით 0,5%-ით გაიზარდა – 16,5 მლრდ კუბურ მეტრამდე, ხოლო იანვარ-ოქტომბერში წარმოება გაიზარდა 9,4%-ით – 168,4 მლრდ კუბურ მეტრამდე.

2021 წლის ოქტომბერში ჩინეთმა  37,8 მილიონი ტონა ნავთობის იმპორტი განახორციელა, რაც  ყველაზე დაბალი მაჩვენებელია 2018 წლის სექტემბრის შემდეგ.

წყარო: report.ge

Leave a Reply

Menu Title