ურთიერთ თანამშრომლობის ხელშეკრულების ხელმოწერა აჭარა ჯგუფსა და „USAID ენერგეტიკული მომავლის უზრუნველყოფის პროგრამა საქართველოში“-ს შორის

USAID ენერგეტიკული მომავლის უზრუნველყოფის პროგრამა საქართველოში ხელს მოაწერეს ურთიერთ თანამშრომლობის ხელშეკრულებას აჭარა ჯგუფთან, რათა ერთობლივი ძალებით, ხელი შეუწყონ საქართველოს ენერგეტიკული სექტორის წინსვლას.

ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა, მარიკა ოლსონი, USAID/საქართველოს ეკონომიკური ზრდის დეპარტამენტის დირექტორი, და აჭარა ჯგუფის ჰოლდინგის საბჭოს წევრი ოთარ ბერიშვილი

ღონისძიება აღნიშნავს პროგრამასა და აჭარა ჯგუფს შორის ოფიციალური პარტნიორობის დასაწყისს იმისთვის, რომ კერძო სექტორიდან წამოსული ინოვაციური იდეების გამოყენებით, მხარი დაუჭირონ საქართველოს ენერგეტიკული სექტორის წინსვლას, უფრო მდგრადი შედეგებისთვის. ასეთი ერთობლივი მიდგომა საკითხისადმი, წაახალისებს კრეატიულ გაერთიანებებს და კავშირებს, რაც ხელს შეუწყობს კერძო სექტორში ინვესტიციების ზრდას, რათა საქართველომ შეძლოს ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება და ახალი გენერაციის ობიექტების აშენება.

„ჩვენ ვთანამშრომლობთ საქართველოს აღმოცენებად კერძო სექტორთან მდგრადი განვითარების  ხელშეწყობის მიზნით სხვადასხვა სექტორებში რომელიც ასევე მოიცავს ენერგო უსაფრთხოებას“- განაცხადა USAID/საქართველოს მისიის დირექტორმა პიტერ ვიბლერმა. „აჭარა ჯგუფი, წრიული ეკონომიკის პრინციპებზე დაყრდნობით, სოფლის მეურნეობისა და  სტუმარმასპინძლობის პროექტებისთვის განახლებადი ენერგიის განვითარებაზე მუშაობს.  აღნიშნული ინიციატივა მნიშვნელოვნად გააძლიერებს აჭარა ჯგუფის პროექტების  ენერგოეფექტურობას და დადებით გავლენას მოახდენს გარემოზე. მოხარული ვართ, რომ ვიწყებთ  ახალ პარტნიორობას USAID-ის ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროგრამასთან,  რომლის ფარგლებშიც საერთაშორისო ექსპერტებთან ერთად გავაძლიერებთ კომპანიის  შესაძლებლობებს მზისა და ბიომასის ენერგიის გამომუშავებაში. აღნიშნული თანამშრომლობა  კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს აჭარა ჯგუფის მდგრადი განვითარების ინიციატივების  განხორციელებას.“ – ოთარ ბერიშვილი, კოლექტივ დეველოპმენტის აღმასრულებელი დირექტორი.

Leave a Reply

Menu Title