ტყიბულის თბოსადგური 100%-ით ქართულ ნახშირზე იმუშავებს

ზურაბ გელენიძე: ტყიბულის თბოსადგური 100%-ით ქართულ ნახშირზე იმუშავებს

თბილისის “აბრეშუმის გზის ფორუმის” ფარგლებში, საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით ხელი მოეწერა თანამშრომლობის თაობაზე შეთანხმებებს ჩინეთის ერთ-ერთ ყველაზე დიდი ჯგუფ Dongfang Electric Corporation-სა და “საქართველოს ინდუსტრიულ ჯგუფს” შორის.

“საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის” – ფინანსური დირექტორის, ზურაბ გელენიძის თქმით ტყიბულის ნახშირზე მომუშავე თბოელეტროსადგური მთლიანად საქართველოში მოპოვებულ ნახშირზე იმუშავებს.

დღეს თქვენ გააფორმეთ ხელშეკრულება ერთ-ერთ უმსხვილეს ჩინურ კომპანიასთან, ტყიბულში ნახშირის თბოელექტროსადგურის მშენებლობის შესახებ. რას გულისხმობს ამ ხელშეკრულების დეტალები?

დღეს ნამდვილად გაფორმდა უმსხვილეს ჩინურ კომპანიასთან პროექტის განხორციელების შესახებ ხელშეკრულება და ამავდროულად გაფორმდა ხელშეკრულება საქართველოს მთავრობასთანაც, რაც გულისხმობს, ტყიბულის 150მგვტ-იანი თბოელექტროსადგურის მშენებლობის, ფლობის და ოპერირების საკითხებს.

საინტერესოა ახალი თბოსადგურის მიერ მოხმარებული ნახშირი იქნება თუ არა 100%-ით საქართველოში მოპოვებული ნახშირი და რამდენად დააკმაყოფილებს ტყიბულში არსებული მარაგები სადგურის მუშაობის პროცესს?

როგორც გითხარით, თბოსადგური აშენდება ტყიბულის მუნიციპალიტეტში და ნედლეული იქნება 100%-ით ქართული ნახშირი.

რაც შეეხება მარაგებს, გეტყვით, რომ ქართული ნახშირის მარაგები საკმაოდ დიდია, აქ საუბარია დაახლოებით 331 მილიონ ტონაზე, რომელიც მოპოვებადი ნახშირია, ხოლო ეს პროექტი მოიცავს 625 ათასი ტონით ნახშირის მოპოვებას. 150 მეგავატის სიმძლავრის სადგურის მშენებლობას სწორედ ამ ოდენობის ნახშირი სჭირდება.

ქართული ნახშირის წვის სპეციფიკიდან გამომდინარე, ის არ გამოირჩევა განსაკუთრებული თბოეფექტურობით, განსხვავებით უცხოური ნახშირებისგან. საინტერესოა მოხდება თუ არა გარკვეული ოდენობის ნახშის იმპორტის განხორციელება?

სადგურის მუშაობა 100%-ით ქართულ ნახშირზე იქნება გათვლილი. თავის დროზე ეგრეთწოდებული Feasibility study ანუ პროექტის ტექნიკურ ეკონომიკური შესწავლა განახორციელა ცნობილმა ჩეხურმა კომპანია shkoda-მ და თავიდან ბოლომდე პროექტი დაგეგმილია მხოლოდ ქართულ ნახშირზე

წყარო: ბიზნესკონტაქტი

Leave a Reply

Menu Title