თურქეთი კიდევ ორი ატომური ელექტროსადგურის მშენებლობას გეგმავს

თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, ისინი მეორე და მესამე ატომური ელექტროსადგურის მშენებლობისათვის მზადებას ძალიან მალე დაიწყებენ. ქვეყნის პირველი ატომური ელექტროსადგური Akkuyu სამხრეთ მერსინის პროვინციაში შენდება.

მზარდი ენერგეტიკული საჭიროებების ფონზე, სხვადასხვა მიმართულებით ჩვენ კვლევებს ვატარებთ, რათა დავაკმაყოფილოთ ელექტროენერგიაზე მზარდი მოთხოვნა. „Akkuyu–ს ელექტროსადგური  ექსპლუატაციაში სავარაუდოდ 2023 წელს შევა. Akkuyu–ს ატომური ელექტროსადგურის შემდეგ ჩვენ სწრაფად დავიწყებთ ჩვენი მეორე და მესამე ელექტროსადგურების მშენებლობისთვის მზადებას“,– განაცხადა პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ელექტროსადგურების გახსნის ცერემონიაზე.

აღსანიშნავია, რომ Akkuyu–ს  ატომურ ელექტროსადგურს რუსეთის სახელმწიფო ბირთვული ენერგიის ფირმა Rosatom-ი აშენებს. ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის ხელშეკრულება 2010 წელს გაფორმდა, ხოლო მშენებლობა 2018 წელს დაიწყო. ქარხნის საწყისი ბლოკი სავარაუდოდ 2023 წლის მაისში დასრულდება. ერდოღანმა და მისმა რუსმა კოლეგამ ვლადიმირ პუტინმა ქარხნის მესამე რეაქტორის მშენებლობა მარტში დაიწყეს.

დასრულების შემდეგ ქარხანა, სავარაუდოდ, ყოველწლიურად  35 მილიარდ კილოვატ/საათ  ელექტროენერგიას გამოიმუშავებს და  შიდა ელექტროენერგიის მოთხოვნილების დაახლოებით 10%-ს დააკმაყოფილებს. რეაქტორების სავარაუდო მოხმარების ვადა 60 წლით განისაზღვრა.

სექტემბერში პუტინთან შეხვედრის შემდეგ ერდოღანმა განაცხადა, რომ რუსეთი შეიძლება თურქეთის მეორე და მესამე ატომური ელექტროსადგურების მშენებლობაშიც ჩაერთოს.

„ჩვენ ვეძებთ გზებს, რათა მეტად გამოვიყენოთ ჩვენი განახლებადი ენერგიის წყაროები და შევამციროთ ბუნებრივ აირზე დამოკიდებულება’’.

ქარხანაში განხორციელებული ინვესტიციის მთლიანი მოცულობა დაახლოებით $20 მილიარდს შეადგენს. გიგანტური პროექტი მისი მშენებლობის პიკის პერიოდში, სავარაუდოდ, 15000 ადამიანს დაასაქმებს, ხოლო ექსპლუატაციაში შესვლის შემდგომ – 4000–მდე ადამიანს.

წყარო: forbes.ge

Leave a Reply