ინოვაციური რეაქტორი ამიაკს მწვანე საწვავად აქცევს ავიაციისა და საზღვაო ტრანსპორტისთვის

ბოლოდროინდელმა COP26-ის სამიტმა გლაზგოში გააძლიერა მსოფლიო ლიდერების შემარტება მომავალი წმინდა ნულოვანი ეკონომიკისადმი.
რაც შეეხება საავიაციო და საზღვაო სფეროებს, სამწუხაროდ ყველაფერი ისე სწრაფად არ მიიწევს, როგორც საჭიროა ეკოლოგიური მიმართულებით, და ისინი განიხილება “ერთ-ერთ ყველაზე რთულ სფეროდ დეკარბონიზაციისთვის.”
ამ შემთხვევაში ერთ-ერთი შესაძლო გამოსავალი ემყარება “ამიაკის და წყალბადის ერთობლივ პოტენციალს.”
სპეციალისტების შეფასებით, ავიაცია და საზღვაო ტრანსპორტი პასუხისმგებელია გლობალური ნახშირბადის ემისიების 5%-ზე და ეს პროცენტი მხოლოდ გაიზრდება მომდევნო წლებში, თუ ფართომასშტაბიანი გადაწყვეტა მალე არ განხორციელდება.
როდესაც საქმე ეხება წიაღისეული საწვავის ალტერნატივებს, წყალბადი არის ხშირად გამოყენებული ტერმინი, მაგრამ ამიაკი ნაკლებად პოპულარულია.
ბრიტანეთში დაფუძნებული კომპანია Reaction Engines ამტკიცებს, რომ ამ ორის დაბალანსებულ ნაზავს, რევოლუციური ტექნოლოგიის გამოყენებით, აქვს პოტენციალი გახდეს საწვავის საუკეთესო ალტერნატივა ავიაციისა და გადაზიდვებისთვის.
მწვანე ამიაკი ადვილად შესანახი და ტრანსპორტირებადია. მისი ნაწილობრივ წყალბადად გარდაქმნით შეუძლია იგივე ეფექტურობის მიღწევა, როგორც წიაღისეულ საწვავს, მანქანის დიზაინის ცვლილების საჭიროების გარეშე.
Reaction Engines-მა შეიმუშავა სითბოს გადამცვლელი ტექნოლოგია თავისი ჰაერის ამოსუნთქვის სარაკეტო ძრავისთვის, რომელიც ახლა ასევე გამოყენებული იქნება მწვანე ამიაკის “კრეკ-რეაქტორის” შესაქმნელად.
“კრეკინგი”, რომელიც განისაზღვრება, როგორც ქიმიკატების გადაქცევა მათ შემადგენელ ნაწილებად, ხელს უწყობს ამიაკის წყალბადად და აზოტად გარდაქმნას.
“კრეკერის რეაქტორი” გარდაქმნის ამიაკს ამიაკ-წყალბადის ნარევად, რომელიც იგივე თვისებებს ატარებს, რაც წიაღისეული საწვავი.
სითბოს გადამცვლელი ტექნოლოგიის STFC-ის ამიაკის კატალიზატორის ტექნოლოგიასთან კომბინაციით, კომპაქტური რეაქტორი გამოიმუშავებს ეფექტურ ალტერნატიულ საწვავს, რომელსაც პროექტის წარმომადგენლები აღწერენ, როგორც “ღრმა ტექნოლოგიურ გარღვევას”.
მწვანე ამიაკის ინოვაციური რეაქტორი სასარგებლო იქნება არა მხოლოდ საავიაციო და საზღვაო სფეროებისთვის, არამედ ენერგეტიკული ინფრასტრუქტურისთვისაც.
წყარო: Green Balance

Leave a Reply