ტემპერატურის 2°C-ით მომატება მსოფლიოში 1 მილიარდ ადამიანს დააზარალებს

მსოფლიოში ტემპერატურის 2°C-ით მომატების შემთხვევაში, სითბური დარტყმა მილიარდ ადამიანს დააზიანებს.

დიდი ბრიტანეთის ეროვნული მეტეოროლოგიური სამსახურის,
Met Office-ის მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ 2°C-ის მატებამ შეიძლება გამოიწვიოს სითბოს და ტენიანობის პოტენციურად ფატალური ნაზავის 15-ჯერ მატება.

გლაზგოში COP26 კლიმატის კონფერენციაზე გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, ტემპერატურის 4°C-ით მატება ნიშნავს, რომ მსოფლიოს მოსახლეობის თითქმის ნახევარი დაზარალდება.

სითბური დარტყმის რისკის შესაფასებლად Met Office-მა კვლევაში გამოიყენა ინდიკატორი, რომელიც აერთიანებს სითბოს და ტენიანობას და ცნობილია როგორც “სველი ნათურის ტემპერატურა”. როგორც კი ეს მაჩვენებელი 32°C-ს გადააჭარბებს, ადამიანებს ჯანმრთელობის არასასურველი ზემოქმედების უკიდურესი რისკი ემუქრებათ. ეს განსაკუთრებით ეხება მათ, ვინც ფიზიკურად მუშაობს გარე სამუშაოებზე.

მიუხედავად იმისა, რომ საშუალო ტემპერატურის მატების შემთხვევაში, საფრთხე ყველაზე მეტად ტროპიკულ ქვეყნებს, მათ შორის ბრაზილიასა და ეთიოპიას, ემუქრება, კლიმატის ცვლილების ზემოქმედება მსოფლიოს უმეტეს რეგიონებს, შეეხება.

“რაც უფრო მაღალია დათბობის ხარისხი, მით უფრო მძიმე და მასშტაბურ რისკს უქმნის ის ადამიანების სიცოცხლეს”,- თქვა ბეტსმა. თუმცა, მკვლევრები მიიჩნევენ, რომ თუ გლობალური ზომები დროულად მიიღება, რისკის დონე შემცირდება.

წლევანდელი კლიმატის მოლაპარაკებების მთავარი მიზანი გლობალური დათბობის 1.5°C-მდე შეზღუდვაა.

COP26 კლიმატის სამიტი, რომელიც 31 ოქტომბერს დაიწყო, მიიჩნევა როგორც კაცობრიობის “უკანასკნელი საუკეთესო შანსი”, რათა მსოფლიომ კლიმატის დამანგრეველი ცვლილებები თავიდან აირიდოს.

წყარო: “ბინზეს ფორმულა”

Leave a Reply

Menu Title