ბელორუსი უკრაინაში ელექტროენერგიის მიწოდებას წყვეტს

ბელორუსის ენერგეტიკის სამინისტროში განაცხადეს, რომ უკრაინას ელექტროენერგიის მიწოდება 18 ნოემბრიდან შეუწყდება.

მათივე ინფორმაციით, მიწოდების აღდგენა „ტექნიკური შესაძლებლობების გათვალისწინებით“ იქნება განხილული.

“უკრაინას ელექტროენერგიის მიწოდება 18 ნოემბრიდან შეუწყდება, სახელშეკრულებო ურთიერთობების ფარგლებში ურთიერთქმედების დადგენილი წესით“, – ნათქვამია სამინისტროს პრესსამსახურის განცხადებაში.

აღნიშნულია, რომ „უკრაინაში ელექტროენერგიის შემდგომი მიწოდების შესაძლებლობას ბელორუსული მხარე ტექნიკური შესაძლებლობების გათვალისწინებით განიხილავს“.

Leave a Reply

Menu Title