9 დეკემბერს თბილისი სამხრეთ კავკასიის მწვანე ენერგიის ფორუმს უმასპინძლებს

9 დეკემბერს თბილისში სამხრეთ კავკასიის მწვანე ენერგიის ფორუმი გაიმართება.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანული report იუწყება.

გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, იგივე ღონისძიება  8  დეკემბერს აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში,   ხოლო 6 დეკემბერს სომხეთის დედაქალაქ ერევანში გაიმართება.

ფორუმზე ყურადღებას მწვანე ენერგიაზე გადასვლის სტრატეგიებზე გაამახვილებენ. დამსწრეებს საშუალება ექნებათ ამერიკული მწვანე ტექნოლოგიების მწარმოებლებს, კონტრაქტორებს, აშშ-ს ელჩებს, მთავრობისა და კომერციული სტრუქტურების წარმომადგენლებს შეხვდნენ.

Leave a Reply