Tesla-ს ავტომობილების განბლოკვის აპლიკაციის გათიშვამ ასობით მძღოლი უმანქანოდ დატოვა

Tesla-ს ავტომობილების ასობით მფლობელი, რამდენიმე საათის განმავლობაში, მანქანის გამოყენებას ვერ ახერხებდა. მიზეზი იმ აპლიკაციის დროებითი გათიშვაა, რომლითაც ავტომობილების მთელი კომპიუტერული სისტემის მართვაა შესაძლებელი, – ამის შესახებ BBC წერს.

შეფერხების განმავლობაში, 500-მდე მძღოლმა დაწერა სოციალურ ქსელში პრობლემის შესახებ. ილონ მასკმა, ამ პოსტების პასუხად, Twitter-ზე დაწერა: „ვამოწმებთ“.

დაახლოებით 5 საათის შემდეგ, აპლიკაცია კვლავ ამუშავდა.

„ბოდიშს გიხდით. მივიღებთ ზომებს, რომ ეს აღარ განმეორდეს“, – დაწერა მასკმა.

Leave a Reply