ნავთობის იმპორტიორი ქვეყნები ემზადებიან OPEC-სა და რუსეთზე თავდასხმისთვის

“ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის” ცნობით, იაპონიის ხელისუფლებამ ფასების სტაბილიზაციის მიზნით ნავთობის სტრატეგიული მარაგების გამოყენების განხილვა დაიწყო. კიდევ ერთი ქვეყანა შეუერთდა ჯოზეფ ბაიდენის კოალიციას, რომელიც ნავთობის მსოფლიო ფასების დაწევას სახელმწიფო მარაგების გაყიდვით ცდილობს.

თუმცა, ექსპერტები ეჭვობენ ამ გეგმის წარმატებაში, რადგან მსოფლიოს ნავთობის მარაგების მხოლოდ რამდენიმე კვირის სამყოფი აქვს. მართალია, ამ დროისთვის ნავთობის ფასი შესაძლოა დაეცეს დაახლოებით 20 დოლარით.

იაპონიის პრემიერ მინისტრმა ფუმიო კისიდამ დაადასტურა დისკუსიები ნავთობის მარაგების გაყიდვის შესახებ მსოფლიო ფასების დასაწევად, ამის შეასახებ იტყობინება სააგენტო Kyodo.

„ახლა განვიხილავთ რა შეიძლება გაკეთდეს ამერიკის შეერთებულ შტატებთან და სხვა დაინტერესებულ ქვეყნებთან კოორდინირებულად“, – ციტირებს  იაპონიის პრემიერ მინისტრის სიტყვებს სააგენტო.

ამასთან, პრემიერმა არ დაასახელა ნავთობის მარაგებიდან ბაზარზე გაშვების შესახებ გადაწყვეტილების კონკრეტული ვადა.

Leave a Reply