სინგაპური Airbus–სთან ერთად ავიაციაში წყალბადის გამოყენებას შეისწავლის

სინგაპურის ავიაციის მარეგულირებელმა ხუთშაბათს განაცხადა, რომ ისინი Airbus-სთან თანამშრომლობით შეეცდებიან, შეისწავლონ წყალბადის პოტენციური გამოყენება თვითმფრინავების ოპერაციებში, როგორც ამას მდგრადი ავიაციის შესახებ გლობალური შეთანხმება ითვალისწინებს.

შეთანხმება მოიცავს ალტერნატიული საავიაციო საწვავის ძიებას, წარმოებასა და მიწოდებას, ასევე ეკონომიკურ პირობებსა და მარეგულირებელი გარემოს გაუმჯობესებას, რათა ხელი შეუწყოს ,,მწვანე ავიაციაზე“ გადასვლის პროცესს.

პროექტის პირველი ეტაპი აეროპორტის ჰაბის ტექნიკურ–ეკონომიკურ შესწავლას და ინფრასტრუქტურული მოთხოვნების ჩამოყალიბებას მოიცავს, რათა შეუფერხებლად განხორციელდეს წყალბადით მომუშავე თვითმფრინავების მომავალი ოპერაციები. მოსამზადებელი ეტაპი 2022 წლის დასაწყისში დაიწყება და დაახლოებით ორ წელს გასტანს.

პროექტი წყალბადის წარმოებას, შენახვას, განაწილებას, საჰაერო ხომალდის სახმელეთო მომსახურებას, ლოგისტიკურ აღჭურვილობასა და საწვავის შევსების სისტემებს მოიცავს.

Airbus-ი იმედოვნებს, რომ წყალბადზე მომუშავე თვითმფრინავებს ბაზარზე 2035 წელს გამოიტანს. მსგავსი კვლევებისათვის მან უკვე გააფორმა ხელშეკრულებები სხვადასხვა ავიაკომპანიასთან.

ავიაკომპანიები მთელ მსოფლიოში, მთავრობის ვალდებულებების შესაბამისად, ცდილობენ მიაღწიონ ემისიების ამბიციურ მიზნებს. აღსანიშნავია, რომ ავიაციაზე გლობალური ნახშირბადის ემისიების დაახლოებით 2.5% მოდის.

წყარო: forbes.ge

Leave a Reply