აშშ-ი უკრაინისთვის გაზის მიწოდებას ორი წლის შემდეგ შეძლებს

ძვირი გაზის გამო უკრაინის სასათბურე მეურნეობები გაკოტრების ზღვარზეა არიან

ბოლო კვირებში უკრაინის ბოსტნეულის ბაზარზე ნამდვილი სენსაცია დაფიქსირდა – ქვეყანაში რუსული სათბურის კიტრი შევიდა.

რუსეთი ტრადიციულად ხილ-ბოსტნეულის იმპორტიორი ქვეყანაა, მათ შორის უკრაინული პროდუქციის. წლების მანძილზე ბევრი სასათბურე მეურნეობა მხოლოდ რუსულ ბაზარზე მუშაობდა, მაგრამ 2014 წელს ეს შეიცვალა – რუსეთზე ორიენტირებული მეურნეობები ან გაკოტრდნენ, ან სხვა ბაზრებზე გადავიდნენ.

უკრაინული კიტრი ნაწილობრივ რუსულ ბაზარზე მაინც – ბელარუსის გავლით – შედიოდა, თუმცა, რაც პოლიტიკამ ვერ გააკეთა, ძვირმა გაზმა მოახერხა.

რუსული კიტრი დღეს უკრაინულზეც და თურქულზეც იაფია – საშუალოდ უკრაინული კიტრი 1,4-1,7 , ხოლო რუსული 1,2-1,4 დოლარი ღირს. ამიტომაც რუსული კიტრის იმპორტი უკრაინაში დღეს მომგებიანია. ექსპერტები არ გამორიცხავენ, რომ კიტრს სხვა სასათბურე პროდუქტებიც მოჰყვება – გაზის გაძვირება ყველა დარგს ერთნაირად ეხება.

2021 წელს რუსეთი სასათბურე პროდუქციის მსხვილი ექსპორტიორი გახდა – გარე ბაზრებზე რუსული პროდუქციის გაყიდვები თითქმის 30%-ით გაიზარდა. რატომ? რაშია საქმე?

საქმე ისაა, რომ რუსული სასათბურე მეურნეობები სახელმწიფოსგან დიდი დახმარებას იღებენ. ისინი, პირდაპირი გაგებით, სასათბურე პირობებში მუშაობენ.

მაგალითად, 2019 წლამდე სათბურების მშენებლობაზე დახარჯული ინვესტიციების ანაზღაურების პროგრამა მოქმედებდა, რომლის ფარგლებშიც სასათბურე ბიზნესმა მთავრობისგან დახმარების სახით 200 მლრდ. რუბლი მიიღო, შედეგად კი წარმოაბა 2-ჯერ, 1,3 მლნ. ტონამდე გაიზარდა.

2019 წლის შემდეგ პროგრამა გაგრძელდა, მაგრამ უფრო მიზნობრივი გახდა და აქცენტი გაკეთდა რეგიონებზე, სადაც სათბურები ბევრი არაა – ციმბირი, შორეული აღმოსავლეთი და ა.შ.

ასევე მოქმედებს შეღავათიანი (5%) დაკრედიტების პროგრამა, რომელიც ფედერალურ დონეზე მუშაობს. მთელი ამ დაფინანსების წყალობით, რუსული სასათბურე ბიზნესი გაძლიერდა, ხოლო ბოსტნეულის წარმოება 2012 წელთან შედარებით 40%-ით გაიზარდა. სასათბურე ბუმის წყალობით რუსეთმა ბოსტნეულის იმპორტი 5,5%-ით შეამცირა, ექსპორტი კი გაზარდა.

სასათბურე კიტრით საკუთარი ბაზრის დაკმაყოფილების მაჩვენებელმა უკვე 90%-ს მიაღწია. რუსი მეწარმეები ჩივიან – მათ ხელს უშლის გაზის, იმპორტული აღჭურვილობის და თესლების ფასების ზრდა. თუმცა, მათი პრობლემები არაფერია უკრაინაში შექმნილ მდგომარეობასთან შედარებით. რუსეთში გაძვირებული გაზი – მაინც ბევრად უფრო იაფია, ვიდრე უკრაინაში.

ადგილობრივი მესათბურეების თქმით, მათთვის გაზის მისაღები მაქსიმალური ფასია 25-30 გრივნა, ამის ზევით – პროდუქტი ძალიან ძვირი გამოდის და იმპორტს კონკურენციას ვერ გაუწევს. თუმცა, ასეთი იაფი გაზი უკვე არსადაა.

„მესათბურეებს გაზს 37-40 გრივნაში სთავაზობენ, და ასეთ შემთხვევაში 1 კილო კიტრი 5 დოლარი ეღირება. ვინ იყიდის კიტრს 5 დოლარად? თუ ასე გაგრძელდა ყველა სასათბურე მეურნეობა გაკოტრდება და მოგვიწევს იმპორტზე გადასვლა“, – ამბობს ასოციაცია „უკრაინის სათბურები“-ს პრეზიდენტი ალექსეი ჩაიკა.

გადამწყვეტი მომენტი თებერვალშია მოსალოდნელი, როდესაც ახალი მოსავალი უნდა დაითესოს და სწორედ მაშინ გახდება ნათელი, რამდენად მომგებიანია უკრაინაში სასათბურე მეურნეობების მუშაობა გაზის კატასტროფული გაძვირების პირობებში.

უკრაინელი ექსპერტის ალექსანდრ ხორევის აზრით, ადგილობრივი მესათბურეები პრობლემის სიმწვავეს გადაჭარბებულად აფასებენ, თუმცა, სირთულეები ყველა შემთხვევაში იქნება.

„დაკეტვით არ დაიკეტებიან, თუმცა, ნამდვილად ძალიან გაუჭირდებათ. შესაძლოა წარმოების მკვეთრი შემცირებაც მოუწიოთ, რასაც იმპორტიორები აუცილებლად გამოიყენებენ“, – მიიჩნევს ის.

 

წყარო: “კომერსანტი”

Leave a Reply