სამხრეთ კორეაში მომავლის მოტივტივე ქალაქს ააშენებენ

სამხრეთ კორეაში მომავლის მოტივტივე ქალაქი გაშენდება. ამის შესახებ Daily Mail-ი წერს.

გამოცემის ინფორმაციით, მომავლის ქალაქის წყალზე გაშენების ინიციატივას გაერომ მხარი ჯერ კიდევ 2019 წელს დაუჭირა, თუმცა პროექტის რეალიზაციისა ვადებსა და ლოკაციის შესახებ ინფორმაცია აქამდე არ ვრცელდებოდა.

ახლა კი გაირკვა, რომ ქალაქი სამხრეთ კორეის საპორტო ქალაქ პუსანის ნაპირებთან განლაგდება. ადგილი შემთხვევით არ შერჩეულა – როგორც ბევრ სანაპირო ქალაქს, პუსანსაც ზღვის დონის აწევა ემუქრება.

მოტივტივე ქალაქის პროექტი კომპანია Oceanix-მა დანიელ არქიტექტორ ბიარკე ინგლსთან ერთად შექმნა. გეგმის მიხედვით, ქალაქი წყალზე განლაგებული ექვსკუთხედი პლატფორმების გაერთიანებას წარმოადგენს. თითოეულ პლატფორმაზე 300 ადამიანი შეძლებს კომფორტულად ცხოვრებას.

ექვსკუთხედი ერთ-ერთ ყველაზე ეფექტიან არქიტექტურულ ფორმად ითვლება – ის მშენებლებს სივრცისა და მასალებს ეკონომიის საშუალებას აძლევს. პროექტის მიზანია წყალდიდობებისგან დაცული ქალაქის შექმნა, რომელიც კვების პროდუქტებს, ენერგიასა და დასალევ წყალს თავად აწარმოებს. ამისთვის პლატფორმების ქვეშ გალიები განთავსდება, რომლებშიც ქალაქის მოსახლეობა ზღვის პროდუქტების წარმოებას შეძლებს. ქალაქის გაშენება 2025 წლისთვის იგეგმება.

Leave a Reply

Menu Title