აფხაზეთის წლიური მოხმარება უკვე იმხელაა, რომ მხოლოდ ორი მესამედით შეგვიძლია მოვამარაგოთ, მესამედი კი უნდა შეავსოს რუსეთიდან იმპორტით

ენგურჰესის ტექნიკური დირექტორი გია ხუბუა “ენერგოპლატფორმასთან” წყლის მარაგებთან დაკავშირებულ არასახარბიელო მდგომარეობაზე საუბრობს.
“ენგურჰესის (ჯვარის) წყალსაცავი თავის დროზე ზამთარში ქვეყნის ელ.ენერგიით მომარაგებისთვის შეიქმნა, მაგრამ წელს საშემოდგომო მარაგად იქცა და, შესაძლოა, ასეც გაგრძელდეს უახლოეს წლებში.
წყლის ინტენსიური ხარჯვის გამო წყალსაცავში დონე უკვე ჩამოცდა იმ ნიშნულს, რომლის ქვემოთ მხოლოდ ავარიული მარაგია. ეს იძულებითი ნაბიჯი იყო, სხვანაირად ქართული მხარე ვერ მიიღებდა კუთვნილ წილს. რა თქმა უნდა, ასეთი ვითარება გაართულებს ენერგოსისტემის ფუნქციონირებას ზამთარში, თუმცა, საბედნიეროდ, ქვეყანა უკვე მხოლოდ მე-9 ბლოკის იმედად არაა, ბოლო წლებში მნიშვნელოვანი სიმძლავრეები შევიდა ექსპლუატაციაში (დაკარგულ შესაძლებლობებზე ლაპარაკი ალბათ არა ღირს).
მიუხედავად ბოლო დროს განხორციელებული შეზღუდვებისა, აფხაზეთის წლიური მოხმარება უკვე იმხელაა, რომ მხოლოდ ორი მესამედით შეგვიძლია მოვამარაგოთ, მესამედი კი უნდა შეავსოს რუსეთიდან იმპორტით. მოკლედ, არცთუ სახარბიელო მდგომარეობაა.
წყარო: “ენერგოპლატფორმა”

Leave a Reply