სემეკში განახლებადი ენერგიების განვითარების მხარდამჭერი პროექტის ფარგლეფში შეხვედრა გაიმართა

ევროკავშირის დაფინანსებით სემეკში მიმდინარე დაძმობილების პროექტის ფარგლებში, მმართველი კომიტეტის შეხვედრა გაიმართა, სადაც მონაწილეებმა განიხილეს პროექტის მიმდინარეობა და სამომავლო სამუშაო გეგმები.
შეხვედრა გახსნა პროექტის ლიდერმა საქართველოს მხრიდან, სემეკის წევრმა გიორგი ფანგანმა. მან დადებითად შეაფასა სემეკში მე-4 დაძლობილების პროექტის მიმდინარეობა და ისაუბრა ეფექტიან შედეგებზე, რომელიც უკვე გამოიკვეთა მხარეთა მუშაობის შედეგად.
შეხვედრაში მონაწილეობენ პროექტის ლიდერები, ევროდელეგაციისა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები.
სემეკში, ევროკავშირის მიერ 1, 500 000 ევროთი დაფინანსებული საჯარო სამსახურების დაძმობილების რიგით მე-4 პროექტი – „განახლებადი ენერგიის რეგულირება საქართველოში“ მიმდინარე წელს დაიწყო.
პროექტის მიზანია განახლებადი ენერგიების განვითარების პროცესის მხარდაჭერა საქართველოს ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის ბაზრებზე არსებული მარეგულირებელი ჩარჩოს ევროკავშირის სტანდარტებთან მისადაგებით. პროექტის ხანგრძლივოვბაა 27 თვე და ხორციელდება ავსტრიის ენერგეტიკის მარეგულირებელი უწყების (E-Control) მიერ გერმანიის ფედერალური ქსელის სააგენტოსთან (BNetzA) თანამშრომლობით. პროექტის პირდაპირი ბენეფიციარია სემეკი.

Leave a Reply