რუსეთში, კემეროვოს ოლქის ქვანახშირის შახტში მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 52-მდე გაიზარდა

რუსეთში, კემეროვოს ოლქის ქვანახშირის შახტში მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 52-მდე გაიზარდა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.

შახტში მომხდარ ავარიას აფეთქება მოჰყვა. ინციდენტი 250 მეტრის სიღრმეზე მოხდა. შემთხვევის დროს შახტში 285 ადამიანი იმყოფებოდა. მათი ნაწილი ამოიყვანეს. დაშავებულია 50-ზე მეტი პირი.

მომხდარის გამო, კემეროვოს ოლქში სამდღიანი გლოვა გამოაცხადეს.

Leave a Reply

Menu Title