ჩინეთი საჭიროების შემთხვევაში მზად არის ეროვნული მარაგებიდან ნავთობი გაყიდოს

ჩინეთის ხელისუფლებას შეუძლია ნავთობის გაყიდვა ეროვნული მარაგებიდან „საკუთარი საჭიროებების გათვალისწინებით“. ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელის ჩჟაო ლიცზიანის განცხადებაზე დაყრდნობით, იუწყება “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი”.

„ჩინეთს შეუძლია ნავთობის გაყიდვა ეროვნული რეზერვებიდან, ქვეყანაში არსებული სიტუაციისა და საკუთარი საჭიროებების გათვალისწინებით“, – განაცხადა მან ბრიფინგზე.

როგორც ჩინელმა დიპლომატმა დააზუსტა, პეკინი მზადაა მიიღოს “სხვა ზომები ბაზრის მხარდასაჭერად”. „ჩვენ დაუყოვნებლივ შეგატყობინებთ მსგავსი გადაწყვეტილებების შესახებ“, – დასძინა მან.

ჩჟაო ლიცზიანის თქმით, ჩინეთის ხელისუფლება ამ საკითხზე მოლაპარაკებებს აწარმოებს ნავთობის მწარმოებელ ქვეყნებთან და მომხმარებელ სახელმწიფოებთან.

Leave a Reply

Menu Title