ოპეკი ელოდება, რომ მარაგებიდან გამოთავისუფლებული ნავთობი ბაზარზე ჭარბი მიწოდების შექმნას გამოიწვევს

ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების ორგანიზაცია (OPEC) პროგნოზირებს, რომ სტრატეგიული მარაგებიდან  ნავთობის გამოთავისუფლებულმა წილმა შესაძლოა გამოიწვიოს მსოფლიო ბაზარზე  ნავთობის მიწოდების მნიშველოვანი გაზრდა. ამის შესახებ ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ დოკუმენტში.

დოკუმენტის თანახმად, იმ პირობით, რომ თუ სტრატეგიული მარაგებიდან დაახლოებით 66 მილიონი ბარელი გაიყიდება, მომდევნო ორი თვის განმავლობაში ნავთობის ჭარბი რაოდენობა შესაძლოა დღეში 1,1 მილიონი ბარელით გაიზარდოს.

OPEC-ის რამდენიმე დელეგატმა აღნიშნა, რომ ისინი განიხილავენ გააუქმონ მოპოვების დაგეგმილი ზრდა იანვარის თვეში, გამოშვებული მარაგებით ბაზრის გადაჭარბების შემთხვევაში.

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სამშაბათს განაცხადა სტრატეგიული მარაგებიდან 50 მილიონი ბარელი ნავთობის გათავისუფლება. თეთრმა სახლმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რამდენიმე სხვა სახელმწიფო, მათ შორის დიდი ბრიტანეთი, ინდოეთი, ჩინეთი, სამხრეთ კორეა და იაპონია, აპირებენ ნავთობის მარაგების ნაწილის გამოყენებას.

Leave a Reply

Menu Title