კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირების თემაზე რეგიონული მედიასაშუალებების წარმომადგენლებისთვის ტრენინგი გაიმართა

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებით, პროექტის „კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირება საქართველოში“ ფარგლებში, რეგიონული მედიასაშუალებების წარმომადგენლებისთვის ტრენინგი გაიმართა.

ტრენინგს პროექტის ათი სამიზნე მუნიციპალიტეტის (ლაგოდეხი, თელავი, ახმეტა, სიღნაღი, გორი, სამტრედია, აბაშა, სენაკი, ხობი, ქობულეთი) მედიასაშუალებების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

შეხვედრაზე, მონაწილეებმა, პროექტის ექსპერტებთან ერთად, კატასტროფის რისკის შემცირებაში მედიის როლი და ამ მიმართულებით საინფორმაციო კამპანიების მნიშვნელობა განიხილეს.

შეხვედრას გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი სოფო ჭიჭინაძე და პროექტის სამიზნე მუნიციპალიტეტების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

პროგრამა „კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირება საქართველოში“ დაფინანსებულია საქართველოს მთავრობის, კლიმატის მწვანე ფონდის (GCF), შვეიცარიის და შვედეთის მთავრობის მიერ, მის განხორცილებას კი, გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) უზრუნველყოფს.  პროგრამის ფარგლებში გამართული შეხვედრები მნიშვნელოვნად უწყობს ხელს, საზოგადოებამ გააცნობიეროს საკუთარ როლი და პასუხისმგებლობა კატასტროფის რისკის მართვისა და შემცირების პროცესში.

Leave a Reply

Menu Title