საქართველოს ენერგეტიკის სექტორი რეფორმების ახალ ეტაპზე გადადის

30 ნოემბერს ენერგეტიკულმა გაერთიანებამ ევროკავშირის მეოთხე ენერგეტიკული პაკეტი „სუფთა ენერგია ყველა ევროპელისთვის“ მიიღოსაქართველოროგორც ენერგეტიკული გაერთიანების წევრი ქვეყანა, 2022 წლიდან ახალი დირექტივების განხორციელებას დაიწყებსკერძოდ

დირექტივა  2018/2001

განახლებადი ენერგიის წყაროების შესახებ – რომლის საშუალებითაც განახლებადი ენერგიის ახალი მხარდამჭერი მექანიზმები და ინიციატივები იქნება წარმოდგენილიდირექტივა განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს მომხმარებელთა უფლებების დაცვასა და გაძლიერებას.

დირექტივა 2018/2002

ენერგოეფექტიანობის შესახებ – მნიშვნელოვან ყურადღებას უთმობს შენობების ენერგოეფექტიანობას და აწესებს ძველი შენობების ეტაპობრივი განახლების ვალდებულებას.

მმართველობის რეგულაცია 2018/1999

ენერგეტიკისა და კლიმატის პოლიტიკის დაგეგმვისანგარიშგებისა და მონიტორინგის ერთან წესს აწესებს. რეგულაციის ფარგლებში ევროკავშირის და ენერგეტიკული გაერთიანების წევრი ქვეყნები ვალდებულები არიან წარმოადგინონ ენერგეტიკისა და კლიმატის ეროვნული ინტეგრირებული გეგმები (NECP).

ელექტროენერგიის დირექტივა 2019/944 და რისკისთვის მზადყოფნის რეგულაცია 2019/941 შეიქმნება ენერგეტიკული ბაზრის ახალიმოქნილი დიზაინირაც ხელს შეუწყობს განახლებადი ენერგიის წყაროების ინტეგრაციას და შესაძლებლობას მისცემს მომხმარებლებსიყვნენ ჩართულები ბაზრის ფუნქციონირებაში, თვითონ აწარმოონმოიხმარონ ან გაყიდონ ელექტროენერგია.  

გაზის მიწოდების უსაფრთხოების რეგულაცია 2017/1938  – რომლის ფარგლებშიც მოწესრიგდება და ევროკავში ის სტანდარტებთან იქნება მოყვანილი გაზის მიწოდების უსაფრთხოების საკანონმდებლო და მარეგულირებელი ჩარჩო.

ენერგეტიკულმა გაერთიანებამ ასევე მიიღო დეკარბონიზაციის საგზაო რუკაპოლიტიკის დოკუმენტი, რომელიც დეკარბონიზაციასთან დაკავშირებული წესებისა და რეგულაციების ეროვნულ კანონმდებლობაში გადმოტანასა და განხორციელებას ემსახურებაამის მიზანი ევროკავშირის „მწვანე შეთანხმებით“ განსაზღვრულ ღონისძიებებთან შესაბამისობააშეგახსენებთრომ ევროპის მწვანე შეთანხმება (EU Green Deal) ევროკავშირის ახალი ინიციატივაარომლის მიზანია 2050 წელს ევროპა გახდეს პირველი ნახშირბადნეიტრალური კონტინენტიშუალედურ სამიზნე მაჩვენებლად დასახულია სათბური გაზების ემისიის შემცირება 50%-ით 1990 წელთან შედარებით 2030 წლისთვის

ევროკავშირის საკანონმდებლო ბაზასთან და სტანდარტებთან დაახლოება მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, რომელიც ისწრაფვის ევროკავშირში გაწევრიანებისკენაღსანიშნავიარომ ენერგეტიკის სექტორში ევროპული კანონმდებლობის გადმოტანა საქართველოს ენერგეტიკული უსაფრთხოების ამაღლებისენერგეტიკული სიღარიბის შემცირების და მომხმარებელთა უფლებების დაცვის გზა და საშუალებაა

საქართველომ უკვე დაიწყო მუშაობა ენერგეტიკის და კლიმატის ეროვნულ ინტეგრირებულ სამოქმედო გეგმაზე (NECP), რაც ახალი ენერგეტიკული პაკეტის და მწვანე შეთანხმების განხორციელების მნიშვნელოვანი ნაწილია

წყარო: WEG

Leave a Reply

Menu Title