“”ჩრდილოეთის ნაკადი 2”-ის ჩაშვება კიდევ 6 თვე არ მოხდება

გერმანიის ელჩმა უკრაინაში, ანკა ფელდგიუსენმა განაცხადა, რომ “ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის” ჩაშვება მინიმუმ ექვსი თვის განმავლობაში არ იგეგმება.

„თუ კარგად დააკვირდებით, საუბარია მხოლოდ ბუნებრივი აირის დამატებით მოცულობებზე. ეს არც ისე ადვილია, როგორც ჩვენ გვგონია, რადგან გაზის საბადო რუსეთშია და არა უკრაინაში, გადამცემი პუნქტი კი თქვენს აღმოსავლეთ საზღვარზე… წინადადება საინტერესოა. მით უფრო იმის გამო, რომ “ჩრდილოეთის ნაკადი 2” მინიმუმ ექვსი თვის განმავლობაში არ იმუშავებს“ – განუცხადა ელჩმა Interfax-Ukraineთან

Leave a Reply

Menu Title