Nissan-ი ელექტრომობილების განვითარებაში 17.6 მლრდ დოლარს დახარჯავს

იაპონურმა საავტომობილო კონცერნმა Nissan Motor-მა განვითარების ახალი სტრატეგია Nissan Ambition 2030 წარმოადგინა, რომელიც ითვალისწინებს მსხვილი ინვესტიციების ჩადებას ტექნოლოგიების განვითარებაში ელექტრომობილების მიმართულებით. ამის შესახებ საუბარია კომპანიის მიერ გავრცელებულ ოფიციალურ დოკუმენტში.

„Nissan Ambition 2030-თან ერთად, ჩვენ შევდივართ ელექტროფიცირების ახალ ერაში, ჩვენ ვგეგმავთ ემისიების შემცირების მიმართულებით განვითარებას და გავხსნით ყველა შესაძლებელ ბიზნესს ამისთვის. ჩვენი სურვილია, გადავაქციოთ Nissan სტაბილურ კომპანიად, რომელიც ნამდვილად სჭირდებათ კლიენტებსა და საზოგადოებას“, – აცხადებს კომპანიის გენერალური დირექტორი მაკიტო უტიდა.

უფრო კონკრეტულად კი, მომდევნო წლებში კონცერნი დახარჯავს 17.6 მლრდ დოლარს სხვადასხვა ტექნიკური ინოვაციების დანერგვაში და 23 მოდელისგან შემდგარი სამოდელო ხაზის შექმნაში, რომელთაგან 15 იქნება ელექტრომობილი, ხოლო 8 ჰიბრიდი. გარდა ამისა, 2028 წელს კომპანია გეგმავს ბაზარზე გამოიტანოს ელექტრომობილები, რომელთაც ექნებათ მაღალი ტევადობის მყარტანიანი ელემენტები, რომელთაც აქვთ მთელი რიგი უპირატესობების ლითიუმ იონის ელემენტებთან შედარებით.

ახალი სტარტეგიის ხარჯზე კომპანია აპირებს 2026 წელს გაზარდოს ელექტროფიცირებული ავტომობილების გაყიდვების წილი საკვანძო ბაზრებზე. ევროპაში ეს მაჩვენებელი უნდა გაიზარდოს 75%-მდე, იაპონიაში 55%-მდე, ჩინეთსა და აშშ-ში 40%-მდე. 2050 წლისთვის კი კომპანიას სურს გახდეს სრულიად კარბონეიტრალური კომპანია წარმოების კუთხითაც.

წყარო: bpn.ge

Leave a Reply

Menu Title