ინგლისში ყველა ახალ სახლს ელექტრომობილების დამტენი უნდა ჰქონდეს

ბრიტანეთის მთავრობის ინიციატივით, ყველა ახალ სახლში ელექტრომობილების დამტენი პუნქტის დამონტაჟება სავალდეულო გახდება. ამის შესახებ ბრიტანული ინდუსტრიის კონფედერაციის ყოველწლიურ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა განაცხადა.

ინიციატივის ფარგლებში  ბრიტანეთის მთავრობას დამატებით 145 000 დამტენი პუნქტის განთავსება შეეძლება.

რეგულაციები ასევე შეეხებათ იმ დაწესებულებებსაც, რომლებიც საკუთარი ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიზნით რემონტს დაიწყებს.

გაერთიანებული სამეფოს ტონი ბლერის გლობალური ცვლილების ინსტიტუტის კვლევამ აჩვენა, რომ გარემოში ემისიების მნიშვნელოვნად შესამცირებლად მოსახლეობის დიდი ძალისხმევაა საჭირო. სწორედ ამიტომ, ბრიტანეთი გეგმავს 2035 წლისთვის ავტომობილების 60% ელექტრომობილით ჩაანაცვლოს.

2030 წლიდან ევროპის ტერიტორიაზე ბენზინსა და დიზელის ძრავებზე მომუშავე ავტომობილების გაყიდვა აიკრძალება.

წყარო: report.ge

Leave a Reply

Menu Title