გარემოსდაცვითი დემოკრატიის პრინციპების, ღია მმართველობის პარტნიორობისა და ორჰუსის კონვენციის შესახებ, ვესტმინსტერის დემოკრატიის ფონდის ორგანიზებით, სამუშაო შეხვედრა გაიმართა

გარემოსდაცვითი დემოკრატიის პრინციპების, ღია მმართველობის პარტნიორობისა და ორჰუსის კონვენციის შესახებ, ვესტმინსტერის დემოკრატიის ფონდის ორგანიზებით, სამუშაო შეხვედრა გაიმართა. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი ავრცელებს.

„ღონისძიება გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, მაია ბითაძემ, საქართველოში გაერთიანებული სამეფოს საელჩოს პროგრამების ხელმძღვანელმა ელენ ვიხმანმა და ვესტმინსტერის დემოკრატიული ფონდის პროგრამის მენეჯერმა, ენდრიუ პარკინსონმა გახსნეს. შეხვედრაზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორმა, თამარ ალადაშვილმა საქართველოში გარემოსდაცვითი დემოკრატიის, ორჰუსის კონვენციის განხორციელებისა და ამ მიმართულებით ცენტრის როლის შესახებ პრეზენტაცია წარადგინა.

შეხვედრაზე გარემოსდაცვითი დემოკრატიისა და მისი მთავარი პრინციპების შესახებ იმსჯელეს, სხვადასხვა ქვეყნების საუკეთესო მაგალითები და გარემოსდაცვით დემოკრატიასა და ღია მმართველობის პარტნიორობას შორის ურთიერთკავშირიის საკითხები განიხილეს.

აღსანიშნავია, რომ ვესტმინსტერის დემოკრატიის ფონდი, ბრიტანეთის მთავრობის მხარდაჭერით, გარემოსდაცვითი დემოკრატიის ხელშეწყობის პროგრამას ახორციელებს. ფონდის მიერ ორგანიზებული შეხვედრის გამართვა მიზნად ისახავდა გარემოსდაცვითი დემოკრატიის პრინციპების შესახებ ცნობიერების ამაღლებას და ამ მიმართულებით სამომავლო გეგმის განსაზღვრას“ – ნათქვამია ინფორმაციაში.

Leave a Reply

Menu Title