ელექტრომობილების ელემენტები ბოლო 10 წელიწადში 90%-ით გაიაფდა

Green Car Congress-ის ექსპერტებმა ჩაატარეს კვლევა და გაარკვიეს, რომ მიუხედავად საავტომობილო ინდუსტრიაში არსებული სირთულეებისა, რომელიც პანდემიამ გამოიწვია, ბოლო 10 წელიწადში ელექტრომობილების ელემენტების ღირებულება 90%-ით არის შემცირებული. თუ 2010 წელს კვტს ლითიუმ იონის ელემენტის ფასი 1200 დოლარი იყო, ამ დროისთვის მისი ფასი მხოლოდ 132 დოლარია. ექსპერტები აღნიშნავენ, რომ აღნიშნული ტენდენცია სამომავლო პერსპექტივაში გაათანაბრებს ელექტრომობილებისა და შიგაწვისძრავიანი ავტომობილების ფასს.

მიუხედავად მიკროჩიპების დეფიციტისა და პანდემიის გამო ქარხნების დახურვის შემთხვევებისა ელემენტების ღირებულება მხოლოდ ბოლო 1 წელიწადში გაიაფებულია 6%-ით. ამ დროისთვის, ელექტრომობილის ელემენტები ყველაზე იაფი ჩინეთშია, სადაც კვტს-ს ღირებულება 111 დოლარია. ეს გასაკვირი არაა იმიტომ, რომ სწორედ ჩინეთში ხდება ელექტრომობილების მასიური წარმოება და მოხმარება. შტატებში ფასი 40%-ით ძვირია, ევროპაში კი 60%-ით.

ეს ტენდენცია კი დაკავშირებულია წარმოების მოცულობასთან. როგორც კი საქონელი ხდება მასიური, მისი ღირებულება იკლებს. თუმცა, ელემენტების შემთხვევაში არის სხვა ნიუანსებიც. აკუმულატორებს აუცილებლად სჭირდება წიაღისეული ნედლეული, ასევე უტილიზაციის ტექნოლოგია. ამიტომ მისი ფასი შესაძლოა, პერიოდულად შეიცვალოს ზრდისკენაც. სპეციალისტების აზრით, საბოლოო ჯამში ელექტრომობილების ფასი იმდენად დაიკლებს, რომ ისინი ისეთივე მასიური გახდება როგორც შიგაწვისძრავიანი ავტომობილები.

წყარო: bpn

Leave a Reply

Menu Title