„თელასი“ მრიცხველის წაკითხვის ერთიან სისტემაზე გადადის

„თელასი“ მრიცხველის წაკითხვის ერთიან სისტემაზე გადადის.
აბონენტის მრიცხველის ჩვენების აღება განხორციელდება თვის ბოლო ოთხი კალენდარული დღის განმავლობაში. შესაბამისი მონაცემები კომპანია ,,თელმიკო“-ს გადაეცემა.
მრიცხველის წაკითხვის ერთიან სისტემაზე გადასვლა მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის გადახდის ვადის პენსიისა და საარსებო შემწეობის მიღების ვადებზე მორგების მიზნით განხორციელდა.
თბილისში მრიცხველის წაკითხვის ერთიან სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით, ე.წ. გარდამავალ პერიოდში, მიმდინარე წლის დეკემბერში აბონენტების ნაწილის მრიცხველის წაკითხვა ორჯერ მოხდება – ნოემბერში და დეკემბრის დასაწყისში დაფიქსირებული ჩვენება (არაუმეტეს 30 დღის) და დეკემბერის ბოლოს დაფიქსირებული ჩვენება. ეს შეეხება მხოლოდ იმ აბონენტებს, ვისაც ეცვლება მრიცხველის წაკითხვის ვადა.
ცვლილების შედეგად ადგილი არ ექნება ზედმეტობით დარიცხვებს და მოსახლეობას ელექტროენერგიის გადასახადი არ გაეზრდება.

Leave a Reply

Menu Title